პორტალი:ისრაელი/რჩეული ბიოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოლდა მეირი
გოლდა მეირი

გოლდა მეირი (ივრ. גּוֹלְדָּה מֵאִיר‎ , ნამდვ. ფამ მეერსონი, დაბ. მაბოვიჩი) (დ.3 მაისი, 1898, კიევი -გ. 8 დეკემბერი, 1978, იერუსალიმი, ისრაელი), ისრაელის მე-4 პრემიერ-მინისტრი (1969-1974).

გოლდა მეირი დაიბადა კიევში, რუსეთის იმპმერიაში (ამჟამად უკრაინა) მოიშე-იცხოკისა და ბლიუმა მაბოვიჩების ოჯახში. ოჯახთან ერთად ემიგრაციაში გადავიდა მილუოკიში, ვისკონსინი (აშშ) 1906 წელს. დაამთავრა პედაგოგიური კოლეჯი, ასწავლიდა საშუალო სკოლებში. 1915 წელს შევიდა მემარცხენე სიონისტთა ორგანიზაცია "პოალეი ციონ" და პალეტინაში გადავიდა მეუღლესთან მორის მეიერთან ერთად 1921 წელს. 1956 წელს დავიდ ბენ-გურიონის თხოვნით შეიცვალა გვარი მეირით.

1924 წლიდან თელ-ავივში ცხოვრობდა. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე პროფკავშირებში და სამთავრობო ორგანიზაციებში, 1949 წლამდე კნესეთში არჩევამდე. 1949-56 წლებში შრომის მინისტრია, 1956-66 წლებში კი - საგარეო საქმეთა მინისტრი.(...სრულად)