პორტალი:ვარსკვლავური ომები/შემთხვევითი სტატია/3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვარსკვლავური ომების გაგრძელების ტრილოგია“ — მესამე ტრილოგია „ვარსკვლავური ომების“ ფრენჩაიზში, რომელიც შეიქმნა ჯორჯ ლუკასის მიერ. მას აწარმოებს Lucasfilm, ხოლო პროდიუსერია Walt Disney Studios Motion Pictures. ტრილოგიაში შედის ეპიზოდები VII–IX. იგი ქრონოლოგიურად მიმდინარეობს „ჯედაის დაბრუნების“ (1983) შემდეგ. ლუკასმა გაგრძელება ჯერ კიდევ 1970-იანებში დაგეგმა, მაგრამ 1990-იანების მიწურულს გეგმები შეცვალა და წინარეისტორიის ტრილოგიაზე მუშაობა დაიწყო. The Walt Disney Company-მ Lucasfilm 2012 წლის ბოლოს შეიძინა და განაცხადა, რომ განაგრძობდა ფილმების სერიაზე მუშაობას.

სერიის პირველი სურათი, „ძალის გამოღვიძება“, აშშ-ში გამოვიდა 2015 წლის დეკემბერში. მისი რეჟისორია ჯეი ჯეი აბრამსი, ხოლო სცენარისტები – თავად აბრამსი, ლოურენს კესდენი და მაიკლ არნდტი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ წინა ტრილოგიის მსახიობები, ჰარისონ ფორდი, მარკ ჰემილი, კერი ფიშერი და სხვები. ახალ მსახიობებს შორის არიან ადამ დრაივერი, დეიზი რიდლი, ჯონ ბოიეგა და ოსკარ აიზეკი.

ვრცლად...