პორტალი:ვარსკვლავური ომები/შემთხვევითი სტატია/1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პრინცესა ლეია-ორგანა-სკაიუოკერი (იგივე სენატორი ლეია ორგანა და გენერალი ლეია ორგანა) — „ვარსკვლავური ომების“ ფრენჩაიზის პერსონაჟი, რომლის როლს ფილმებში ასრულებს კერი ფიშერი. იგი პირველად გამოჩნდა 1977 წლის „ვარსკვლავურ ომებში“, როგორც პლანეტა ალდერაანის პრინცესა, იმპერიული სენატის წევრი და აჯანყებულთა ალიანსის აგენტი. პრინცესა ლეია უპირისპირდება ბოროტ დართ ვეიდერს და მონაწილეობს იმპერიის სუპერიარაღის, სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებაში. 1980 წლის „იმპერიის საპასუხო შეტევაში“ იგი მეთაურობს აჯანყებულთა ბაზას და უყვარდება კონტრაბანდისტი ჰან სოლო. 1983 წლის „ჯედაის დაბრუნებაში“ იგი დაიხსნის სოლოს დამნაშავე ჰატ ჯაბასგან. აგრეთვე აღმოჩნდება, რომ ლეია ლუკ სკაიუოკერის ტყუპი და და ვეიდერის ქალიშვილია. წინარეისტორიის ტრილოგიის ფილმიდან „სითების შურისძიება“ (2005) ნათელი ხდება, რომ ტყუპების დედა არის სენატორი (და ყოფილი დედოფალი) ნაბუელი პადმე ამიდალა, რომელიც იღუპება მშობიარობის შემდეგ.

ვრცლად...