პორტალი:ევროპა/სპორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საფეხბურთო კლუბი ბარსელონა, გულშემატკივრებისთვის უბრალოდ „ბარსა“ (მეტსახელები: "blaugrana", "azulgrana", "Dream Team"), რომელიც ესპანეთის ავტონომიური ოლქის - კატალონიის წარმომადგენელი და სიამაყეა, 1899 წელს შვეიცარიელმა ჰანს გამპერმა, სხვა რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონიელის დახმარებით დააარსა. "ბარსა" უკვე საუკუნეზე მეტია არსებობს და მთელ მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. კლუბის დევიზია "Més que un club" (მეტი ვიდრე კლუბი).

"ბარსელონა" ერთ-ერთი იყო 1928 წელს ესპანეთის ჩემპიონატის დამაარსებელთა შორის და ბილბაოს ატლეტიკსა და მადრიდის რეალთან ერთად იმ 3 გუნდს წარმოადგენს, რომლებსაც "პრიმერა დივიზიონი" არასოდეს დაუტივებიათ. "ბარსა" გახდა ესპანეთის პირველი ჩემპიონიც და დღეისათვის უკვე 18-გზის ჩემპიონობით, 24 ესპანეთის თასით, 7 ესპანეთის სუპერ თასით, 2 ევროპის ჩემპიონთა თასით, 4 თასების მფლობელთა თასით, 3 უეფას თასითა და 2 ევროპის სუპერ თასით ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია ესპანეთსა და მთელს ევროპაში.


ვრცლად ბარსელონას შესახებ