პორტალი:ევროპა/სექტემბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რედ. ეს თვე ისტორიაში
სან-მარინოს დროშა
სან-მარინოს დროშა
  • 2 სექტემბერი, 1870 : ფრანკო-პრუსიის ომი — პრუსიელებმა ნაპოლეონ III შეიპყრეს სედანის ბრძოლაში, რის გამოც რამდენიმე დღეში საფრანგეთის მეორე იმპერია დაიშალა.
  • 3 სექტემბერი, 301 : სან-მარინო (დროშა სურათზე), მსოფლიოს ერთ-ერთი უმცირესი ერი და დღემდე არსებული უძველესი რესპუბლიკა, დააარსა წმინდა მარინუსმა.
  • 4 სექტემბერი, 476 : რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა ბარბაროსთა მეთაურის ოდოაკრის მიერ უკანასკნელი იმპერატორი რომულუს ავგუსტულუსის დამხობით.
  • 10 სექტემბერი, 1919 : ავსტრია და მოკავშირეები ხელს აწერენ სენ-ჟერმენის ხელშეკრულებას, რომლითაც პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიისა და იუგოსლავიის დამოუკიდებლობა ცნეს.
  • 11 სექტემბერი, 1989 : რკინის ფარდა იხსნება კომუნისტურ უნგრეთსა და ავსტრიას შორის. ათასობით აღმოსავლეთ გერმანელი მიაწყდა საზღვარს უნგრეთისა და ავსტრიის გავლით დასავლეთ გერმანიაში მოსახვედრად.
  • 19 სექტემბერი, 1946 : ევროპის საბჭო დაარსდა უინსტონ ჩერჩილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ციურიხის უნივერსიტეტში.