პორტალი:გერმანია/ სტატია 24

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბიდერმაიერი (Biedermeier) ცენტრალურ ევროპაში მიუთითებს ლიტერატურის, მუსიკის, მოდის, სახივითი ხელოვნებისა და ინტერიერის დიზაინის ნამუშევრებზე პერიოდში, რომელიც მოიცავს წლებს 1815-დან (ვენის კონგრესი), ნაპოლეონის ომების დასასრულსა და 1848, ევროპული რევოლუციების წელს და რადიკალურად განსხვავდება მისი წინამორბედი რომანული პერიოდისგან.

ტერმინი ბიდერმაიერი მომდინარეობს ფსევდონიმი გოტლიბ ბიდერმაიერისგან, რომელსაც სოფლის ექიმი ადოლფ კუსმაული და ვექილი ლუდვიგ აიხროდტი იყენებდნენ პოემებში, რომლებსაც მიუნხენის ფლიგენდენ ბლეტერნში (მფრინავი ფურცლები) აქვეყნებდნენ. ეს ლექსები პაროდიები იყო ბიდერმაიერის ეპოქის დეპოლიტიზირებულ და ვიწრო-ბურჟუაზიულ პოემებზე. სახელი შეიქმნა ორი პოემის სათაურის შერწყმით - Biedermanns Abendgemütlichkeit (ბიდერმანის საღამოს სიმყუდროვე) და Bummelmaiers Klage (ბუმელმაიერის საჩივარი), რომელიც იოზეფ ვიქტორ ფონ შეფელმა გამოაქვეყნა 1848 წელს იმავე ჟურნალში. ამ ეპოქის სახელად ეს სიტყვა 1900 წლიდან გამოიყენება.

ტიპიური ბიდერმაიერის პოეტები არიან ანეტ ფონ დროსტე-ჰიულშოფი, ადელბერტ ფონ ხამისო, ედუარდ მიორიკე და ვილჰელმ მიულერი.

ბიდერმაიერი განსაზღვრა ადრეული მე-19 საუკუნის გერმანიის ისტორიის ორმა ფაქტორმა. პირველი იყო მზარდი ურბანიზაცია და ინდუსტრიალიზაცია, რომელსაც შედეგად ახალი ურბანული საშუალო კლასის კრიზისი მოჰყვა, ამ უკანასკნელს კი - ახალი ტიპის მსმენელი. შუბერტის ადრეული ნაწარმოებები, რომელთა შესრულება ფორტეპიანოზე მნიშვნელოვანი მუსიკალური დახელოვნების გარეშეც შეიძლებოდა, მკაფიო ილუსტრაციაა ამ პერიოდში ხელოვნების უფრო ვრცელ მასებზე გავრცელების. უფრო მეტიც, ბიდერმაიერის მწერლები თავად იყვნენ მეტწილად საშუალო კლასიდან, განსხვავებით რომანული პერიოდისგან.

სრულად...