პორტალი:გერმანია/ სტატია 22

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გერმანული «ლუფტვაფეს» სიმბოლო 1945 წლამდე
გერმანული «ლუფტვაფეს» სიმბოლო 1945 წლამდე

ლუფტვაფე (გერმ.: Luftwaffe - საჰაერო ძალები) — გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების სახელი რაიხსვერის, ვერმახტისა და ბუნდესვერის შემადგენლობაში.

ავიაცია გერმანიის არმიაში გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ნაპოლეონის ომების ბოლოს, შემდეგ კი ფრანკო-პრუსიის ომის პერიოდში. ლუფტვაფეს წინამორბედი იყო საიმპერიო სამხედრო-საჰაერო სამსახური (Luftstreitkräfte), რომელიც 1910 წელს შეიქმნა სამხედრო ავიაციის გაჩენასთან ერთად.

ვერმახტის ლუფტვაფეს მთავარსარდალი ჰერმან გერინგი იყო, რომელიც შემდეგ რაიხსმარშალი გახდა.

ლუფტვაფეს სტრუქტურაში უმაღლეს საფეხურად ითვლებოდა საჰაერო ფლოტი (Luftflotte). თავდაპირველად არსებობდა ხუთი საჰაერო ფლოტი, 1943-44 წლებში ჩამოყალიბდა კიდევ სამი ფლოტი. საჰაერო ფლოტის სარდალს ჰქონდა გენერალ-ობერსტისა და გენერალ-ფელდმარშალის წოდება.

ფაქტობრივად, ამ სახის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება დაიწყო 1933 წელს. 1935 წლის მარტში ლუფტვაფეში 1888 სამხედრო მანქანა და 20 ათასი მომსახურე პერსონალი ითვლებოდა.

სრულად...