პორტალი:გერმანია/ სტატია1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტრირის ამფითეატრი წარმოადგენს რომაელთა დროიდან შემორჩენილი არქიტექტურისა და კულტურის ძეგლს, რომელიც ჩვ. წელთაღრიცხვის დაახლოებით 100 წელს 20.000 მაყურებელს იტევდა.

არენას ქვევით სარდაფული სივრცე ჰქონდა, რომელიც დღესაც მემონახულია. აქვე იყო მექანიკური სახის კონსტრუქცია, რომელიც ძალიან ჰგავდა თანამედროვე ლიფტებს. ამ ლიფტის მეშვეობით სანახაობის მონაწილეები პირდაპირ მოხვდებოდნენ არენაზე. ამფითეატრი იყო ნაწილი რომაული ქალაქის კედლისა და მდებარეობდა პეტრისბერგის მთის ძირას. ერთ–ერთი მიზეზი, რის გამო ეს ნაგებობა ტრირის ამ ნაწილში ააშენეს და არა სხვაგან, იყო ის, რომ არ იყო საჭირო მიწის საგანგებოდ მოზიდვა, ანუ ძეგლი თავისი დანიშნულებით ზუსტად ერგებოდა აქაურ არქიტექტონიკას და თან ნაკლებ სამშენებლო ხარჯებსაც მოითხოვდა. ტრირის ამფითეატრი მიმართულია ჩრდილოეთისაკენ და ჩრდილოეთითა და სამხრეთით ორი გასავალი აქვს.

სრულად...