პორტალი:გერმანია/სტატია 13

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანსუსის სამხრეთის, ბაღის ფასადი
სანსუსის სამხრეთის, ბაღის ფასადი

სანსუსი (ფრანგ. sans souci = უდარდელად) -- სასახლე პოტსდამში, გერმანია. ეს იყო ფრიდრიხ დიდის, პრუსიის მეფის ზაფხულის სასახლე და დიდებულებით ხშირად ვერსალის გერმანულ მოპაექრედ ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ სანსუსი უფრო ინტიმურ როკოკოს სტილშია და გაცილებით მცირეა, ვინემ მისი ფრანგული ბაროკოს სტილის დობილი, ის გამოირჩევა ურიცხვი მცირე ტაძრითა და შადრევნით სანსუსის პარკში.

სასახლის პროექტი ეკუთვნის გეორგ ვენცესლაუს ფონ კნობელსდორფს (1745-47) ფრიდრიხ დიდის სურვილისამებრ ჰქონოდა კერძო რეზიდენცია, სადაც მას საშუალება ექნებოდა ბერლინის კარის პომპეზურობისა და ცერემონიებისგან დაესვენა. სასახლე სიდიდით ერთ-სართულიან ვილას ბევრად არ აღემატება, შესაბამისად, ის უფრო შატო დე მარლის ჰგავს ვინემ ვერსალს. მასში მხოლოდ ათი მთავარი ოთახია და შენობა ტერასებად დაყოფილ ბორცვზეა განლაგებული პარკის ცენტრში. სასახლის დიზაინსა და დეკორაციებზე მეფის პირადი გემოვნების გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ მას "ფრედერიკულ როკოკოს" უწოდებენ.

სრულად...