პორტალი:გერმანია/გერმანიის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხელოვნებისა და გამოფენების დიდი დარბაზი Kunst- und Ausstellungshalle der Bundesrepublik Deutschland
ხელოვნებისა და გამოფენების დიდი დარბაზი
Kunst- und Ausstellungshalle der Bundesrepublik Deutschland

ფედერალური ქალაქი ბონი (გერმ. Bundesstadt Bonn) მდებარეობს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის სამხრეთში, მდინარე რაინის ორივე სანაპიროზე. ქალაქი რომაელებმა დააარსეს 2000 წლის წინ და ის გერმანიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მე-18 საუკუნის ბოლომდე ბონი კელნელი კურფიურსტების რეზიდენცია იყო. სწორედ აქ დაიბადა 1770 წელს დიდი კომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. ბონის ფრიდრიხ-ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტი მე-19 საუკუნის განმავლობაში გერმანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უმაღლეს სასწავლებლად იქცა.

ბონში ბევრი მნიშვნელოვანი მუზეუმია. ავსტრიელი არქიტექტორი გუსტავ პაიხელის მიერ აგებულ შენობაში 1992 წელს გახსნილი გერმანიის ხელოვნებისა და გამოფენების დიდი დარბაზი (Kunst- und Ausstellungshalle der Bundesrepublik Deutschland - „Bundeskunsthalle“) და 1994 წ. „გაერთიანების“ კანცლერის - ჰელმუტ კოლის მიერ გახსნილი გერმანიის ისტორიის სახლი (Haus der Geschichte) დაარსების დღიდან ქვეყნის ათ ყველაზე ხალხმრავალ მუზეუმთა სიაში შევიდა. ყოველი მათგანი წლიურად 500 000-ზე მეტ მნახველს იზიდავს.


არქივისრულად...