პორტალი:გაერთიანებული სამეფო/რჩეული სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გამქრალი ქალწული
გამქრალი ქალწული

გამქრალი ქალწული (ინგლ. Missing Virgin) არის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 1867 წელს გამოშვებული ლეგენდარული საფოსტო მარკა. საფოსტო მარკა დაიბეჭდა თეთრ ტონირებულ ქაღალდზე ლითოგრაფიული ტექნოლოგიით ლონდონში კომპანიის Waterlow and Sons Ltd. (შპს ვატერლოუ და ძმები) გამომცემლობაში. დიზაინი და ყალიბი მოამზადა Nissen & Parker Ltd (შპს ნისენ და პარკერი). მარკაზე ჭიაფერი და შავი ფერების გამოყენებით გამოსახულია წმინდა ურსულას გამოსახულება. მარკის ნომინალი შეადგენდა 1 შილინგს. ერთ ფურცელზე 4 რიგად განლაგებული იყო 5-5 მარკა, სულ 20 მარკა. მარკები დაკბილულია, პერფორირებული.

ტიპოგრაფიული მონაცემების თანახმად, აღნიშნული მარკის ბეჭდვა ორ ეტაპად მიმდინარეობდა. ჯერ იბეჭდებოდა ვარდისფერ-ჭიაფერის საღებავით და შემდეგ შავი საღებავით. ბოლოს ხდებოდა დაკილვა-პერფორაცია. ბუნებრივია, გაუგებარია სად დაირღვა ტექნოლოგიური პროცესი, როგორ გამორჩა ფურცელს შავი საღებავის დადების ეტაპი ან ასეთი ფურცელი რატომ მოხვდა პერფორაციის ეტაპზე. (...სრულად)