პორტალი:გაერთიანებული სამეფო/ბიოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოდფრი ჰარდი
გოდფრი ჰარდი

გოდფრი ჰაროლდ ჰარდი (ინგლ. Godfrey Harold Hardy) (დ. 7 თებერვალი, 1877, კრანლი – გ. 1 დეკემბერი, 1947, კემბრიჯი) — ინგლისელი მათემატიკოსი, ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტების პროფესორი, მნიშვნელოვანი ნაშრომების ავტორი მათემატიკურ ანალიზში და რიცხვთა თეორიაში.

არამათემატიკოსები მას მეტწილად იცნობენ 1940 წელს დაწერილი ესსეთი "მათემატიკოსის აპოლოგია", რომელიც მათემატიკის ესთეტიკას ეხება. ეს აპოლოგია ხშირად მოიაზრება, როგორც მათემატიკოსის ანალიტიკური გონების ერთ-ერთი საუკეთესო აღწერა ფართო აუდიენციისთვის.

1914 წლიდან მისი ურთიერთობა, როგორც მენტორის, ინდოელ მათემატიკოს სრინივასა რამანუჯანთან საყოველთაოდ ცნობილია. ჰარდიმ თითქმის მყისიერად ამოიცნო გაუნათლებელ რამანუჯანში გენიოსური ნიჭი და ისინი მჭიდრო თანამშრომლები ხდებიან. ერთ-ერთ ინტერვიუში შეკითხვაზე, თუ რა იყო მისი უდიდესი წვლილი მათემატიკაში, მან უყოყმანოდ განაცხადა, რომ ეს რამანუჯანის აღმოჩენა იყო. ჰარდიმ მათ თანამშრომლობას "ჩემი ცხოვრების ერთი [მთავარი] რომანტიული ინციდენტი" (ინგლ. "the one romantic incident in my life") უწოდა. (...სრულად)