პორტალი:ახლო აღმოსავლეთი/რჩეული ბიოგრაფია/5

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიზამი (1141–1209)
ნიზამი (1141–1209)

ნიზამი განჯელი (نظامی گنجوی სპარს., Nizami Gəncəvi აზერბ.)‎ (1141 – 1209), სრული სახელი ნიზამ ად-დინ აბუ მუჰამედ ილიას იბნ-იუსუფ იბ-ზაქი იბნ-მუაიდი, აზერბაიჯანელი პოეტი და ჰუმანისტი, წერდა სპარსულ ენაზე. სპარსული ლიტერატურის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ნიზამმა სამჯერ იქორწინა. მისი პირველი მეუღლე აფაქი, ყივჩაღელი მონა ქალი, დარუბანდის მმართველმა ფაქირ ალ-დინ ბაჰრამშაჰმა მიუძღვნა, დიდ საჩუქართან ერთად. ის გახდა ნიზამის პირველი და ყველაზე საყვარელი ცოლი. მისი ერთადერთი ვაჟი მუჰამედიც მასთან გაუჩნდა. აფაქი გარდაიცვალა ”ხოსროვ და შირინის” დასრულებისას. მუჰამედი იმ დროს შვიდი წლისა იყო. აღსანიშნავია, რომ მისი დანარჩენი ცოლებიც ნაადრევად გარდაიცვალნენ -- თითოეული მათგანის სიკვდილი მისი ეპოსის დასრულებას დაემთხვა, რამაც პოეტს ათქმევინა "ღმერთო, რატომ მაიძულებ, რომ ყოველ მესნევის თითო ცოლი შევწირო!" (თარგმანი პირობითია)...(...სრულად)