პორტალი:ახლო აღმოსავლეთი/რჩეული ბიოგრაფია/3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სალაჰ ად-დინ იუსუფ იბნ აიუბი, ევროპაში ცნობილი როგორც სალადინი (დ. 1137/1138 - გ. 4 მარტი 1193), ეგვიპტის სულთანი 1171-იდან, აიუბიდების დინასტიის დამაარსებელი; წარმოშობით ქურთი.

დაიბადა ერაყის ქალაქ ტიკრიტში საიდანაც მისი ოჯახი გააძევეს მოსულში. 1164-69 მონაწილეობდა მოსულის მმართველების - ზენგიდების - ლაშქრობაში ეგვიპტეში. 1169 დაინიშნა ეგვიპტის ვეზირად, ხოლო 1171 ხელთ იგდო ერთპიროვნული ძალაუფლება და სულთნის ტიტული მიიღო. ამ დროიდან იწყება ეგვიპტეში მისი სახელობის ფულის მოჭრაც. 1174-76 დამპრობლური ომების შედეგად შეიერთა სირია, შუამდინარეთი, იემენი და შემქნა ვრცელი იმპერია რომელიც წინ აღუდგა ჯვაროსნულ ლაშქრობებს. 1187 წლის 3-4 ივლისს სალადინის ჯარებმა დაამარცხეს ჯვაროსნები სოფელ ჰიტინთან (პალესტინა); იმავე წლის 2 ოქტომბერს აიღეს...(...სრულად