პორტალი:ახალი ამბები/2011 აგვისტო 30

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიმდინარე მოვლენები 30 აგვისტო, 2011 (2011-08-30) (სამშაბათი)
  • იაპონიის მმართველი „დემოკრატიული პარტიის“ ახლად არჩეული ლიდერი იოსიჰიკო ნოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცეს. პარლამენტის ქვედა პალატაში მის კანდიდატურას 475 დეპუტატიდან მხარი 308-მ დაუჭირა. 54 წლის პოლიტიკოსი იაპონიის მეექვსე პრემიერ-მინისტრი გახდა, რომელიც ამ პოსტზე 5 წლის ვადით აირჩიეს. (1 არხი)
  • იტალიაში ვულკანი ეტნა გააქტიურდა. მეცნიერებმა, რომლებიც ვულკანს აკვირდებიან, მაგმის რამდენიმე ძლიერი ამოფრქვევა დააფიქსირეს, რომლის სიმაღლე 100 მეტრს აღწევდა. ვულკანური ფერფლის ღრუბელმა კი კრატერიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქებს მიაღწია. მიმდინარე წელს ვულკანი ეტნა უკვე 12-ჯერ გააქტიურდა. (1 არხი)