პორტალი:ახალი ამბები/2010 ოქტომბერი 28

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 28 ოქტომბერი, 2010 (2010-10-28) (ხუთშაბათი)
  • მექსიკის ხელისუფლების ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა 15 ადამიანი მოკლეს უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში მესამე ხოცვა-ჟლეტისას. ოთხშაბათს ქალაქ ტეპისში მათ ცეცხლი გაუხსნეს ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებსა და კლიენტებს. გამომძიებელთა თქმით, შესაძლოა, საქმე ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ჰქონდეთ. ეს მესამე მრავალჯერადი მკვლელობა იყო გასული პარასკევის შემდეგ, როცა შეიარაღებულმა პირებმა 14 ადამიანი მოკლეს სიუდად ხუარესში. კვირას შეიარაღებულმა პირებმა ქალაქ ტიხუანაში, ნარკომანიის რეაბილიტაციის ცენტრთან 13 ადამიანი მოკლეს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მექსიკაში 28 ათასი ადამიანი დაიღუპა იმ მკვლელობების შედეგად, რომლებსაც სავარაუდოდ ნარკოტიკებთან აქვს კავშირი. (რადიო თავისუფლება)
  • ინდონეზიაში ცუნამისა და ვულკანური ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამასამდე გაიზარდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ მენტავაის კუნძულების რეგიონში ცუნამის დარტყმის შედეგად დაიღუპა 282 ადამიანი. 400-ზე მეტი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. ამასთან, 30 ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა ფერფლით, ცხელი გაზითა და ნამსხვრევებით, მას მერე, რაც ცუნამის ზონიდან 1300 კილომეტრით დაშორებულ კუნძულ იავაზე ვულკანის ამოფრქვევა მოხდა. (რადიო თავისუფლება)