პორტალი:ახალი ამბები/2010 ოქტომბერი 19

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 19 ოქტომბერი, 2010 (2010-10-19) (სამშაბათი)
  • საფრანგეთში გრძელდება გაფიცვები და დემონსტრაციები, რომლებიც მიმართულია საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. პარიზში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა სტუდენტების წინააღმდეგ, რომლებიც ქვებს ისროდნენ. დღეისთვის დემონსტრაციები იყო დაგეგმილი საფრანგეთის 200-მდე ქალაქში, გაფიცვები აფერხებს საჰაერო, სარკინიგზო მიმოსვლას, სკოლების მუშაობას. პროტესტის ფარგლებში, ერთი კვირაა, დაკეტილი რჩება ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები. პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის განცხადებით, ის მაინც აპირებს საპენსიო რეფორმის განხორციელებას, რაც საპენსიო ასაკის ამჟამინდელი 60-დან 62 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. (რადიო თავისუფლება)
  • პაკისტანის პოლიციის ცნობით, სულ ცოტა, 11 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა პოლიტიკური დაპირისპირებით გამოწვეული მორიგი ინციდენტის დროს. ინციდენტი ქალაქ კარაჩიში მოხდა. ეს ინციდენტი არჩევნების დამატებით ტურთან დაკავშირებული უთანხმოებაა, რომელმაც უკვე 50-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. (რადიო თავისუფლება)