პორტალი:ახალი ამბები/2009 იანვარი 27

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 27 იანვარი, 2009 (2009-01-27) (სამშაბათი)
  • საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში პრეზიდენტის სცპეცწარმომადგენლის დანიშვნა იმის მანიშნებელია, რომ რუსეთის ფედერაცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების გაფორმებას იწყებს-წერს გაზეთი ვედომოსტი დიმიტრი მედვედევის უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს მთავარი მრჩეველი საზღვრების საკითხებში ვადიმ პოსტნოვი აცხადებს, რომ თბილისთან საზღვრების დელიმიტაციაზე მოლაპარაკება ვერ მოხერხდა. მისი თქმით, თბილისს ეკონომიკური ზონის ათეულ კვადრატულ კილომეტრზე აქვს პრეტენზია, მაგრამ, ეს აკვატორია რუსეთს თავისად მიაჩნია გაეროს 1982 წლის საზღვაო კონვენციაზე დაყრდნობით. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, საქართველო როქის გვირაბს თავისად სთვლის, თუმცა, სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ჰასან პლიევის განცხადებით, როქის გვირაბი რუსეთისაა, რადგან გვირაბს რუსეთის სამსახურები აკონტროლებენ და რუსი სამხედროები იცავენ. lenta.ru
  • ბანკოკის ღამის კლუბ „სანტიკაში“ ახალი წლის ღამეს ხანძრის გაჩენის ბრალდება ადგილობრივი პოპჯგუჯის "Burn" სოლისტს წაუყენეს და დააპატიმრეს. შეგახსენებთ, ხანძრისას 65 ადამიანი დაიღუპა. 28 წლის მომღერალმა , პოლიციის მონაცემებით, შენობაში რამდენიმე ფოიერვერკი გაუშვა, რომელიც შესაკიდ ჭერს მოხვდა, რამაც აალება გამოიწვია. ხანძარი კონცერტის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგ გაჩნდა. თვითმხილველების მტკიცებით, მუსიკოსები კლუბში დარჩნენ. წინასწარი სასამართლო მოსმენებისას ჯგუფის სოლისტმა ბრალი არ აღიარა. სასამართლომ თანხმობა განაცხადა რომ მომღერალი 20 მილიონი ბატის გირაოთი გამოუშვას, რაც დაახლოებით 20 ათას 445 დოლარია. lenta.ru