პორტალი:ახალი ამბები/2009 იანვარი 26

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 26 იანვარი, 2009 (2009-01-26) (ორშაბათი)
  • ბოლივიის მოქალაქეებმა პრეზიდენტ ევო მორალესის მიერ შემოთავაზებულ ახალი კონსტიტუციის პროექტს მხარი დაუჭირეს-იუწყება აპ Associated Press. კონსტიტუციის პროექტი რეფერენდუმში მონაწილეთა 56,8 პროცენტმა მოიწონა. წინააღმდეგ ხმა 43,2 %-მა მისცა. ახალი კონსტიტუცია მორალესს პრეზიდენტის პოსტის 2014 წლამდე დაკავების საშუალებას აძლევს. უკვე განიხილება გაუქმება კანონისა, რომლის მიხედვით ერთი და იგივე პირს ზედიზედ ორჯერ პრეზიდენტად გახდომა ეკრძალება. საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც, მეტად სავარაუდოა, რომ მორალესი გაიმარჯვებს, 2009 წლის დეკემბერში გაიმართება. lenta.ru
  • კაიროში გამართული მორიგი სამშვიდობო მოლაპარაკებისას ისრაელმა ჰამასის წარმომადგენლებს 18 თვიანი ზავის ჩამოგდება შესთავაზა-წერს გაზეთი ჰარეცი. Haaretz. როგორც გამოცემა აზუსტებს, ეს განცხადება ისრაელის წამომადგენელმა ამოს გილადმა წამოაყენა. ჰამასის წარმომადგენელმა აიმან ტაჰამ შემხვედრ წინადადებაში ერთწლიანი ზავის ჩამოგდების სურვილი გამოხატა. ტაჰას წინადადებაში ნათქვამია, რომ ერთწლიანი ზავის დროს ისრაელმა ღაზას სექტორს ეგვიპტესა და ისრაელთან საზღვრები უნდა გაუხსნას და ბლოკადაც მოხსნას. ჰამასი, თავის მხრივ, თანახმაა კონფლიქტის ზონაში ევროპელი დამკვირვებლები დაუშვან, თუმცა, ებრაელი დამკვირვებლების დაშვებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. Haaretz.com
  • ბრიუსელში რუსეთისა და ნატოს არაფორმალურ სამიტზე მოსკოვი 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში დატრიალებულ ამბებსაც შეეხება. ამის შესახებ ნატოში რუსეთის წარმომადგენელმა დიმიტრი რაგოზინმა განაცხადა „როსისკაია გაზეტასთვის“ მიცემულ ინტერვიუში. დიპლომატის თქმით, არაფორმალურ სამიტს დღის წესრიგი ჯერ არ დაუდგენია, მაგრამ, ყველას კარგად ესმის, თუ რაზე წავა საუბარი. ასევე განიხილება საკითხი რუსეთსა და ნატოს შორის ბოლო პერიოდებში გაუარესებული ურთიერთობების შესახებ. როგორზინის აზრით, რუსეთი და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი აფრიკაში ხომალდების უსაფრთხო გადაადგილების თვალსაზრისით თანამშრომლობის საკითხები და უკრაინა-რუსეთს შორის აირის გამო დაძაბული ვითარებაც იქნება განცილვის საგანი. lenta.ru
  • პოლონეთი უკრაინის ტერიტორიიდან წინანდებურად რუსული გაზის მხოლოდ ნაწილს იღებს იმ ოდენობისას, რაც კონტრაქტით ეკუთვნის. ამის შესახებ პოლონური საგაზო კომპანიის პრეს-მდივანმა იონა ვასიცკა-ზაჟევსკამ განაცხადა. პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მიმდინარე მოცულობა 7 მილიონ კუბომეტრს შეადგენს, როცა რომ, 14 მილიონი უნდა იყოს. ვასიცკა-ზაჟევსკას თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ კონტრაქტით დაკისრებულ მოვალეობებს „როსუკრენერგო“ არ ასრულებს. გაზპრომის მმართველობის თავმჯდომარემ ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ პოლონეთისთვის კუთვნილზე ნაკლები აირის მიწოდების მიზეზი „როსუკრენერგოს“ უკავშირდება.pgnig.pl
  • კამერუნის ნაპირებთან ტრაულერზე თავდასხმისას მეკობრეებმა ეროვნებით ბერძენი კაპიტანი მოკლეს. ინციდენტი გასულ პარასკევს მოხდა კამერუნის სამხრეთით, კრიბთან ახლოს და 26 იანვარსღა გახდა ცნობილი. ამის შესახებ საბერძნეთის საელჩო იუწყება-აფპ. გამოცემა Le Jour-ის მონაცემებით, მეკობრეები კამერუნის ნაპირებთან ერთდროულად ორ ტრაულერს დაესხნენ თავს. კრიმინალებმა ხომალდები დაიტაცეს და ფულთან ერთად მიიმალნენ. არსებული მონაცემებით, მეკობრეთა ნადავლი 5700 დოლარს შეადგენს. თავდასხმის შემდეგ კამერუნის საზღვაო-სამხედრო ძალები მეკობრეებს დაედევნენ, თუმცა, ვერ დაეწივნენ.lenta.ru
  • „თურქიშ აირლაინზის“ სამგზავრო თვითმფრინავმა ჩიტების გუნდთან შეჯახების შემდეგ ავარიული დაჯდომა განახორციელა-იუწყება სააგენტო აპ. 143 მგზავრიანი ავიალაინერი სტამბოლიდან დანიაში მიფრინავდა. აფრენიდან მოკლე ხანში ერთ-ერთ ძრავში ფრთოსნები მოხვდნენ, რის გამოც თვითმფრინავის ეკიპაჟმა დაჯდომა ამჯობინა. საავარიო დაჯდომა წარმატებით გახორციელდა. ინციდენტისას არავინ დაშავებულა. დაზიანებული თვითმფრინავების მგზავრები სხვა ლაინერით გაისტუმრეს კოპენჰაგენში. lenta.ru
  • იემენში აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის საელჩოების დაცვა გააძლიერეს, რადგან ამერიკის დიპლომატიურმა უწყებამ მუქარის შეტყობინება მიიღო მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ. როგორც აპ იტყობინება, უცნობმა საელჩოში ტელეფონით დარეკა და მოპასუხეს აუწყა, რომ ალ-ყაიდას მებრძოლები უახლოეს საათებში ტერორისტულ აქტებს მოახდენენ რუსეთის და ამერიკის საელჩოებში. როგორც ცნობილია, რუსეთის საელჩოში მსგავსი შეტყობინება არ შესულა. იემენის პოლიციას ბლოკ-პოსტები აქვს საელჩოებთან მოწყობილი, გამკაცრებულია ახლო-მახლო უბნებში გადაადგილება. უკანასკნელი მონაცემებით, ამერიკის საელჩოს ხელყოფა რამდენიმე შეიარაღებულმა ადამიანმა სცადა და ცეცხლი გახსნა. დაცვამ მათი მოგერიება მოახერხა. ინციდენტისას არავინ დაშავებულა. პოლიციამ რამდენიმე თავდამსხმელი დააკავა. ამ ეტაპზე მათი ვინაობა არ ხმაურდება. .lenta.ru
  • 26 იანვარს ათეულ ათასობით ადამიანი გამოვიდა მადაგასკარის დედაქალაქ ანტანანარივუს ქუჩებში ხელისუფლების გადაყენების მოთხვნით-აფპ. ერთ-ერთმა მომიტინგემ ცეცხლნასროლი სასიკვდილო ჭრილობა მიიღო თავში. მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ ორი ადამიანია მოკლული. დაღუპული ხელისუფლებასთან ახლომყოფი ტელეკომპანიის დაცვის თანამშრომელმა ჩაცხრილა. დემონსტრანტებმა ტელევიზიის აღება სცადეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაცვის თანამშრომლებმა ირგვლივმოჯარულ ხალხს გაუხსნა ცეცხლი. მეორე დემონსტრანტის დაღუპვის ვითარების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება. BBC
  • ბაჰრეინში 26 იანვარს შიიტებს შორის მასობრივი არეულობა დაიწყო . შიიტები ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ-აფპ. პოლიციას დემონტრანტების მიერ ცრემლმდენი გაზის გამოყენება მოუხდა, რადგან ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების ჯგუფები სამართალდამცველებს ქვებს უშენდნენ და საბურავებს წვავდნენ. ქვეყნის მასშტაბით თუ რამდენი და რა სახის საპროტესტო აქცია გაიმართა, ჯერჯერობით ვერ ზუსტდება, ცნობილია, რომ აქციები დაბნელების დროსაც კი გაგრძელდა. მოსახლეობის საპროტესტო ტალღა ხელისუფლების მიერ შიიტთა სამი ლიდერის დაპატიმრებამ გამოიწვია: მოძრაობა თავისუფლებისა და დემოკრატიის მეთაური ჰასან მუშაიმი და მისი პრეს-მდივანი აბდულ ჯალილ სენგასე, ასევე შიიტთა სულიერი ლიდერი შეიჰი მუჰამედ ჰაბიბი, რომელიც შიიტთა დისკრიმინაციის გასაპროტესტებლად გამოდიოდა მმართველი სუნიტური ხელისუფლების წინააღმდეგ. lenta.ru