პორტალი:ახალი ამბები/2009 იანვარი 25

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მიმდინარე მოვლენები 25 იანვარი, 2009 (2009-01-25) (კვირა)
  • ნიგერიის აეროპორტ კანოში ბოინგ 777-მა ალმოდებული ძრავით საავარიო დაჯდომა განახორციელა-იუწყება აფპ. სააგენტო აპ-ის ცნობით, „ბრითიშ აირვეიზის“ ეკიპაჟმა საგანგებო დაჯდომის გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც კვამლმა კაბინამდე შეაღწია. დაშვება წარმატებით გახორციელდა; ბორტზე მყოფი 155 მგზავრიდან და ეკიპაჟის 14 წევრიდან არავინ დაზარალებულა. თვითმფრინავი ნიგერიის დედაქალაქ აბუჯადან ლონდონისკენ მიფრინავდა. დაზუსტებული მონაცემებით, ინციდენტი აფრენიდან 30 წუთში მოხდა. lenta.ru
  • ვიეტნამის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ვინის სამხრეთით სამდინარო ბორანი ჩაიძირა-გადმოსცემს ბბს-ნიუზი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულია 39 ადამიანი; ხუთი მგზავრი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ასოშიეითედ პრესის ცნობით, წყლიდან 40 ცხედარია ამოღებული, მათ შორის, 27 ქალისა და 14 არასრულწლოვანი გოგონასი. ბორანი სანაპიროდან 20 მეტრში ჩაიძირა. გავრცელებული ინფორმაციით, ბორნის ჩაძირვის მიზეზი გადატვირთვა გახდა, რადგან, 12 ადამიანზე განკუთვნილი ტრანსპორტით, 80 მგზავრი გადაჰყავდა. BBC
  • შრი-ლანკის არმიამ კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქი მულაიტივუ დაიკავა-იტყობინება აპ. ოფიციოზის განცხადებით, ეს უკანასკნელი ქალაქი იყო, რომელსაც „თამილ-ილამის გათავისუფლების ვეფხვები“ აკონტროლებდნენ. აღსანიშნავია, რომ შრი-ლანკის ჯარმა მულაიტივუ ზღვიდან აიღო. სამხედრო მოსამსახურეები მცირე ზომის კატარღებით გადაადგილდებოდნენ. „ვეფხვებმა“ ხელის შეშლის მიზნით, დამბები ააფეთქეს და იქვემდებარე უბანი ჩაძირეს. „თამილ-ილამის გათავისუფლების ვეფხვები“ 1972 წლიდან აწარმოებენ შრი-ლანკისგან გამათავისუფლებელ ბრძოლას. lenta.ru
  • 15 ადამიანი დაიღუპა შაბათ-კვირას საფრანგეთსა და ესპანეთში ძლიერი ქარის გამო, რომელიც წამში 48 მეტრს აჭარბებდა-გვაუწყებს ბბს-ნიუზი. კატალონიის ქალაქ სან-ბოი-დე-ლიობრეგატის ცენტრში მდებარე სპორტკომლექსს სახურავი ჩაენგრა, შედეგად, ოთხი ბავშვი დაიღუპა, ათზე მეტი დაშავებულია. რამდენიმე ადამიანი დაღუპულია გადამტვრეული ხეების, ჩამონგრეული სახურავებისა და ჰაერში აფრენილი საგნების ჩამოცვენის გამო. ესპანეთში ათი ათასობით სახლი უდენოდ არის დარჩენილი, საფრანგეთში კი მილიონნახევარი კომლი განიცდის ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ პრობლემას. ქარაშოტის გამო ბორდოსი და ტულუზის აეროპორტები დაიხურა. შეწტვეტილია სარკინიგზი მიმოსვლა. BBC
  • სულ ცოტა ხუთი ადამიანი დაუღუპა იტალიის სამხრეთში კვირას მეწყერის ჩამოწოლის შედეგად-იტყობინება ფრანს პრესი იტალიურ სააგენტო ANSA -ზე დაყრდნობით. მაშველთა ცნობით, მეწყერი ქალაქების რეჯო-დი-კალაბრიასა და სალერნოს დამაკავშირებელ გადატვირთულ ტრასაზე გაუთავებელი კოკისპირული წვიმების შედეგად ჩამოწვა. ნეაპოლის ერთ-ერთ პლიაჟზე ქალი დაიღუპა. ერთი დღით ადრე ესპანეთსა და საფრანგეთში 8 და 12 ადამიანი დაუღუპა; ევროპაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა უკვე 24-ს აღწევს. 24 იანვარს ესპანეთსა და საფრანგეთზე, 25 იანვარს კი იტალიის სამხრეთზე თავსდამტყდარი ურაგანი 1999 წლიდან უმძლავრესია ევროპაში. ათი წლის წინ სტიქიამ 88 ადამიანი სიცოცხლე შეიწირა. lenta.ru
  • ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ბარაქ ობამას გამოსვლების დროს წარმოთქმული სიტყვები იაპონური თარგმანითა და ინგლისური ტექსტებითურთ, იაპონიაში ბესტსელერებად არის ქცეული-აპ. ბოლო თვეებში იაპონელებმა 400 ათასზე მეტი ჩანაწერი შეიძინეს. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს იშვიათი გამოცემა ერთმილიონიანი ტირაჟით არის გამოცემული. როგორც გამომცემლობის წარმომადგენელმა განმარტა, საპრეზიდენტო კანდიდატების გამოსვლები საუკეთესო საშუალებაა ინგლისური ენის შესასწავლად, რადგან, იოლად ამახსოვრდება ადამიანს. „განსაკუთრებულად გარკი იყო ობამას გამოსვლები. მისი სიტყვები გრძნობით არის სავსე, ხშირად ისმის „კი, ჩვენ შეგვიძლია“, „ცვლილებები“ და „იმედი“-იაპონელიც კი იოლად დაიმახსოვრებს-დასძენს წიგნის გამომცემელი. 95 გვერდიანი და რბილგარეკნიანი წიგნი იაპონიის უმსხვილეს წიგნით მოვაჭრე ინტერნეტ-საიტ ამაზონზე ერთპიროვნული ლიდერია. News.Yahoo