პორტალი:ახალი ამბები/2009 იანვარი 14

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 14 იანვარი, 2009 (2009-01-14) (ოთხშაბათი)
  • ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, პროვინცია ქერმანში 14 იანვარს, დილით 5,3 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ირანის სახელმწიფო რადიო ცნობებს მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ავრცელებს. 2005 წელს ქერმანის პროვინციაში 6,4 ბალიანი მიწისძვრის შედეგად 400 ადამიანი დაიღუპა. უფრო ადრე, 2003 წელს მომხდარი 6,7 ბალიანი მიწისძვრისას კი 40 ათასი ადამიანი დაიღუპა და ქალაქი ბამი განადგურდა. AlertNet
  • რიგაში არეულობის მონაწილე 126 ადამიანია დაკავებული. ამასგარდა, საპროტესტო აქციის 28 მონაწილე ჰოსპიტალიზებულია. შეხლა-შემოხლა რიგის ცენტრში მდებარე ლატვიის სეიმის შენობასთან მოხდა. ხალხის ჯგუფი პოლიციას არ დაემორჩილა და შეუტია კიდეც. დაშავებულები არიან პოლიციის მხრიდანაც. საპროტესტო აქცია ლატვიის მთავრობის მიერ კრიზისის დასაძლევად გატარებული ზომების გამო ჩატარდა, რადგან, ქვეყანაში არათუ შეკავდა კრიზისი, არამედ, კიდევ უფრო იმატა უმუშევართა რაოდენობამ. lenta.ru
  • უფლებათადამცველმა ორგანიზაცია Freedom House-მა ყოველწლიური მოხსენება გამოაქვეყნა „მსოფლიოში თავისუფლების მდგომარეობის“ შესახებ. კვლევის ავტორებმა, როგორც წინა წლებში, რუსეთი არათავისუფალ ქვეყანათა რიგს მიაკუთვნეს და აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაციაში გაუარესების ტენდენციები შეინიშნება. ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებში არათავისუფალი ქვეყნების სტატუსი რუსეთის გარდა, უზბეკეთმა, აზერბაიჯანმა, ბელორუსმა, ტაჯიკეთმა და ყაზახეთმა დაიმსახურა. Freedom House ქვეყნებს ორი პარამეტრით აფასებს: პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლება და ამ ორ კრიტერიუმს შვიდბალიანი სისტემით ითვლის. lenta.ru