პორტალი:აშშ/შესავალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამერიკის შეერთებული შტატები 50 შტატისა და დედაქალაქის ოლქისგან შემდგარი ფედერალური რესპუბლიკაა ჩრდილოეთ ამერიკაში. აშშ-ს სამი სახმელეთო საზღვარი აქვს, ორი კანადასთან და ერთი მექსიკასთან, და ასევე შემოსაზღვრულია წყნარი, ატლანტის, არქტიკის ოკეანეებითა და ბერინგის ზღვით. აშშ-ის ყოველ შტატს ფედერალიზმის სისტემის მიხედვით გასაზღვრული ადგილობრივი ავტონომიის მაღალი ხარისხი აქვს. ქვეყნის ისტორია დასაბამს 1776 წელს ბრიტანეთის ცამეტი კოლონიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებით იღებს. დროთა განმავლობაში ეს ქვეყანა გლობალური ზესახელმწიფო გახდა და უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო და კულტურული გავლენა აქვს დანარჩენ მსოფლიოზე. (იხ. სრულად)