პორტალი:აშშ-ის სამოქალაქო ომი/პოპულარული სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯეფერსონ დეივისი (Jefferson Finis Davis; დ. 3 ივლისი, 1808 – გ 6 დეკემბერი, 1889) — ამერიკელი მეომარი, პოლიტიკური მოღვაწე, ამერიკის კონფედერაციული შტატების პირველი და ერთადერთი პრეზიდენტი 1861 წლიდან 1865 წლამდე, აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს. დეივისი როგორც ამერიკის კონფედერაციული შტატების პრეზიდენტი, განაგებდა კონფედერაციის ომის გეგმებს მაგრამ მან ვერ შეძლო ისეთი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც შეაჩერებდა ბევრად უფრო ძლიერ კავშირს. მისმა დიპლომატიურმა გეგმებმა კრახი განიცადა, რადგან არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია ამერიკის კონფედერაციული შტატები. ჯეფერსონი ნაკლებ ყურადღება აქცევდა ეკონომიკას, ქვეყანა უფრო და უფრო მეტ ფულს ბეჭდავდა ომის ხარჯების გადასაფარად, რაც ფულის იმფლაციაზე ცუდად აისახა.

ჯეფერსონი დაიბადა კენტუკიში და გაიზარდა მისისიპისა და ლუიზიანას პლანტაციებში. მისი ძმის ჯოზეფის ხელშეწყობით ჯეფერსონმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიაში დაიწყო სწავლა. ამის შემდეგ იგი ექვსი წლის განმავლობაში მსახურობდა არმიაში ლეიტენანტის წოდებით. ჯეფერსონი იბრძოდა ამერიკა-მექსიკის ომში როგორც მოხალისეთა პოლკის პოლკოვნიკი. 1853-1857 წლებში იყო აშშ-ის ომის მდივანი პრეზიდენტ ფრანკლინ პირსის დროს, ასევე იყო აშშ-ს სენატორი მისისიპის შტატიდან. მისი პლანტაცია მისისიპიში მთლიანად დამოკიდებული იყო მონათა შრომაზე, როგორ სამხრეთის პლანტაციების უმეტესობა. სენატში ის კარგად იყო ცნობილი, როგორც მონობის მომხმრე. როგორც სენატორი, ეწინააღმდეგებოდა გაყოფას, მაგრამ ის თანახმა იყო რომ ყველა შტატი იყო სუვერენული და გააჩნდა სრული უფლება დაეტოვებინა კავშირი. ჯეფერსონის პირველი მეუღლე სარა ნოქს ტეილორი ქორწინებიდან სამ თვეში მალარიისგან გარდაიცვალა, თავად ჯეფერსონიც ამ დაავადებისაგან სიკვდილის ზღვარზე იყო, მაგრამ გადარჩა. თუმცა ამის გამო ცხოვრების უმეტესი ნაწილი მან ავადმყოფობაში გაატარა. ჯეფერსონს მეორე ცოლისგან ექვსი შვილი ჰყავდა, მაგრამ მხოლოდ ორი მათგანი გადარჩა.