პორტალი:აშშ-ის სამოქალაქო ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აშშ-ის სამოქალაქო ომი (1861-1865)

აშშ-ის დროშა


   აშშ-ის სამოქალაქო ომი

გეტიზბერგის ბრძოლა
გეტიზბერგის ბრძოლა

ამერიკის სამოქალაქო ომი (1861-65), ასევე ცნობილი როგორც ომი სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის — ომი ჩრდილოეთის ინდუსტრიულ შტატებსა და სამხრეთის მონათმფლობელურ შტატებს შორის. სამხრეთის თერთმეტი მონათმფლობელური შტატი აშშ-ს გამოეყო და ამერიკის შტატების კონფედერაცია ჩამოაყალიბა. ჯეფერსონ დეივისის მეთაურობით ეს შტატები აშშ-ის ფედერალური მთავრობის (იუნიონის) წინააღმდეგ იბრძოდა. ფედერალურ მთავრობას მხარს უჭერდა ყველა თავისუფალი შტატი და მათი მოსაზღვრე ხუთი მონათმფლობელი შტატი.

1860 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტია, აბრაამ ლინკოლნის ხელმძღვანელობით, მოუწოდებდა მონათმფლობელობის გავრცელების შეზღუდვაზე იმ შტატების გარეთ, სადაც ის უკვე არსებობდა. რესპუბლიკელთა გამარჯვებამ არჩევნებში გამოიწვია შვიდი სამხრეთის შტატის კავშირიდან გასვლა, 1861 წლის 4 მარტს ლინკოლნის პრეზიდენტის პოსტზე ასვლამდე. არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომმა ადმინისტრაციებმა უარყვეს ამ შტატების კავშირიდან გასვლის ლეგიტიმურობა და ის აჯანყებად მიიჩნიეს.

სამხედრო შეტაკებები დაიწყო ბრძოლით ფორტ სამტერთან 1861 წლის 12 აპრილს და დასრულდა 1865 წლის 26 მაისს სამხრეთელთა არმიის ნარჩენების კაპიტულაციით. ომის პერიოდში სულ დაახლოებით 2 ათასამდე ბრძოლა გაიმართა. დანაკარგთა საერთო რაოდენობამ ორივე მხარეს შეადგინა 600 ათასი მოკლულითა და 281.9 ათასი დაჭრილით, რაც აღემატება ყველა სხვა ომს, რომელშიც აშშ-ს მონაწილეობა მიუღია.

სტატიის სრულად წაკითხვა

   ამერიკის კონფედერაციული შტატები

ამერიკის კონფედერაციული შტატები, ცნობილი ასევე როგორც კონფედერაციული შტატები, აკშ, კონფედერაცია და დიქსი(ინგლ. The Confederate States of America, The Confederacy, Dixie)დე-ფაქტო დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც არსებობდა 1861 - 1865 წლებში ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე, აშშს სამხრეთ შტატების ტერიტორიაზე. წარმოიშვა 11 სამხრეთი მონათმფლობელური შტატის აშშდან გასვლით (სეცესიით). კონფედერაციული შტატები იყვნენ აშშს მოწინააღმდეგე აშშ-ის სამოქალაქო ომში. ომში წაგების შემდეგ კონფედერაციულმა შტატებმა შეწყვოტეს არსებობა, ხოლო სამხრეთის შტატები შეუერთდნენ აშშ-ს სამხრეთის რეკონსტრუქციის დროს.

სტატიის სრულად წაკითხვა

   რჩეული ფოტო

   პოპულარული სტატია

ჯეფერსონ დეივისი (Jefferson Finis Davis; დ. 3 ივლისი, 1808 – გ 6 დეკემბერი, 1889) — ამერიკელი მეომარი, პოლიტიკური მოღვაწე, ამერიკის კონფედერაციული შტატების პირველი და ერთადერთი პრეზიდენტი 1861 წლიდან 1865 წლამდე, აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს. დეივისი როგორც ამერიკის კონფედერაციული შტატების პრეზიდენტი, განაგებდა კონფედერაციის ომის გეგმებს მაგრამ მან ვერ შეძლო ისეთი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც შეაჩერებდა ბევრად უფრო ძლიერ კავშირს. მისმა დიპლომატიურმა გეგმებმა კრახი განიცადა, რადგან არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია ამერიკის კონფედერაციული შტატები. ჯეფერსონი ნაკლებ ყურადღება აქცევდა ეკონომიკას, ქვეყანა უფრო და უფრო მეტ ფულს ბეჭდავდა ომის ხარჯების გადასაფარად, რაც ფულის იმფლაციაზე ცუდად აისახა.

ჯეფერსონი დაიბადა კენტუკიში და გაიზარდა მისისიპისა და ლუიზიანას პლანტაციებში. მისი ძმის ჯოზეფის ხელშეწყობით ჯეფერსონმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიაში დაიწყო სწავლა. ამის შემდეგ იგი ექვსი წლის განმავლობაში მსახურობდა არმიაში ლეიტენანტის წოდებით. ჯეფერსონი იბრძოდა ამერიკა-მექსიკის ომში როგორც მოხალისეთა პოლკის პოლკოვნიკი. 1853-1857 წლებში იყო აშშ-ის ომის მდივანი პრეზიდენტ ფრანკლინ პირსის დროს, ასევე იყო აშშ-ს სენატორი მისისიპის შტატიდან. მისი პლანტაცია მისისიპიში მთლიანად დამოკიდებული იყო მონათა შრომაზე, როგორ სამხრეთის პლანტაციების უმეტესობა. სენატში ის კარგად იყო ცნობილი, როგორც მონობის მომხმრე. როგორც სენატორი, ეწინააღმდეგებოდა გაყოფას, მაგრამ ის თანახმა იყო რომ ყველა შტატი იყო სუვერენული და გააჩნდა სრული უფლება დაეტოვებინა კავშირი. ჯეფერსონის პირველი მეუღლე სარა ნოქს ტეილორი ქორწინებიდან სამ თვეში მალარიისგან გარდაიცვალა, თავად ჯეფერსონიც ამ დაავადებისაგან სიკვდილის ზღვარზე იყო, მაგრამ გადარჩა. თუმცა ამის გამო ცხოვრების უმეტესი ნაწილი მან ავადმყოფობაში გაატარა. ჯეფერსონს მეორე ცოლისგან ექვსი შვილი ჰყავდა, მაგრამ მხოლოდ ორი მათგანი გადარჩა.

სტატიის სრულად წაკითხვა