პორტალი:ავტომობილი/შესავალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავტომობილი (ძველბერძნ. αυτο — თვით და ლათ. mobilis — მოძრავი) — თვითმავალი ბორბლებიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც საკუთარი ძრავი გააჩნია, გლუვ ზედაპირზე მოძრაობს და ძირითადად ადამიანების გადაყვანისთვის არის განკუთვნილი. ეს განსაზღვრება მოიცავს მსუბუქ ავტომანქანებსა და სპორტულ პრაქტიკულ ავტომობილებს (ჯიპებს), მაგრამ არა ავტობუსებს, სატვირთო ავტომანქანებს ან მოტოციკლებს.