პორტალი:ავსტრალია/შესავალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Flag of the Commonwealth of Australia
Flag of the Commonwealth of Australia
Coat of Arms of the Commonwealth of Australia
Coat of Arms of the Commonwealth of Australia
Location on the world map

ავსტრალია (ინგლ. Australia; ოფიც. ავსტრალიის კავშირი) — სახელმწიფო ავსტრალიის კონტინენტზე. უშუალო სახმელეთო მეზობელი არა ჰყავს, ზღვით კი ესაზღვრება: ინდონეზია, აღმოსავლეთი ტიმორი და პაპუა-ახალი გვინეა ჩრდილოეთით, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ და ახალი კალედონია ჩრდილო-აღმოსავლეთით და ახალი ზელანდია სამხრეთ-აღმოსავლეთით.

40 000 წლის განმავლობაში, XVIII საუკუნის ბოლომდე, სანამ ევროპელებმა დაიწყეს კონტინენტის ათვისება, ავსტრალიასა და ტასმანიაზე საშუალოდ 250 სხვადასხვა ტომის ავსტრალიელი აბორიგენი სახლობდა. უშუალოდ ჩრდილოეთიდან წამოსული მეთევზეების არარეგულარული სტუმრობისა და 1606 წელს ევროპული აღმოჩენის შემდეგ, ავსტრალიის აღმოსავლეთი ნაწილი 1770 წელს დიდმა ბრიტანეთმა მიისაკუთრა და საწყის ეტაპზე პატიმრებით დაასახლა ახალი სამხრეთი უელსის კოლონიები. მომდევნო წლებში მოსახლეობა ინტენსიურად იზრდებოდა. XIX საუკუნეში კიდევ ხუთი უფრო დიდი თვითმმართველური ბრიტანეთის ზღვის გადაღმა კოლონია დაარსდა.

1901 წლის 1 იანვარს, ექვსი კოლონია ფედერაციად გაერთიანდა და ავსტრალიის რესპუბლიკა შეიქმნა. ამჟამად ავსტრალიას სტაბილური ლიბერალური დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა აქვს. მისი მოსახლეობა 22 მილიონია, რომლის დაახლ. 60% ცხოვრობს შტატების დედაქალაქებში: სიდნეი, მელბურნი, ბრიზბენი, პერთი და ადელაიდა. ქვეყნის დედაქალაქია კანბერა, რომელიც ფედერალურ ტერიტორიაზე მდებარეობს.