პორტალი:ავსტრალია/რჩეული სტატია/იანვარი, 2010

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავსტრალია (ინგლ. Australia; ოფიც. ავსტრალიის კავშირი ინგლ. Commonwealth of Australia) — სახელმწიფო ავსტრალიის კონტინენტზე. უშუალო სახმელეთო მეზობელი არა ჰყავს, ზღვით კი ესაზღვრება: ინდონეზია, აღმოსავლეთი ტიმორი და პაპუა-ახალი გვინეა ჩრდილოეთით, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ და ახალი კალედონია ჩრდილო-აღმოსავლეთით და ახალი ზელანდია სამხრეთ-აღმოსავლეთით

ავსტრალიის ქალაქები მსოფლიოს უდიდესი ქალაქების რიგს მიეკუთვნება კულტურული მრავალფეროვნებითა და ცხოვრების ხარისხით. ქვეყანა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, G-20, ერთა თანამეგობრობა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, ANZUS, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური გაერთიანება, წყნარის ოკეანის კუნძულების ფორუმი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.

ავსტრალიის ფართობი 7.686.850 კვ.კმ-ია, საზღვაო საზღვარი — 34,218 კმ. მას გარს აკრავს ინდოეთისა და წყნარი ოკეანეები. აზიისგან გამოყოფილია არაფურისა და ტიმორის ზღვებით. ავსტრალია მსოფლიოში ყველაზე პატარა კონტინენტია და სიდიდით რიგით მეექვსე ქვეყანა. იგი ასევე ყველაზე დიდ კუნძულად არის მიჩნეული.