პოპ-პანკი
პოპ-პანკი | |
---|---|
ორიგინალურ ენაზე | Pop-punk |
ჟანრობრივი წარმომავლობა | პანკ-როკი, პაუერ-პოპი, პოპი |
კულტურული წარმომავლობა | 1970-იანი წლების ბოლო, ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო |
წარმოშობილი ფორმები | ემო რეპი, რბილი გრანჟი[1] |
პოპ-პანკი (ასევე პანკ-პოპი) — როკ მუსიკის ჟანრი, რომელიც აერთიანებს პანკ-როკის, პაუერ-პოპის ან პოპის ელემენტებს. მას ახასიათებს სწრაფი, ენერგიული ტემპი. იგი განსხვავდება სხვა პანკ-ვარიანტული ჟანრებისგან იმით, რომ უფრო მეტად ეყრდნობა 1960-იანი წლების ჯგუფებს, ბითლზი, კინკსი და ბიჩ ბოისი, შემოქმედებას.
ჟანრი თავისი ისტორიის განმავლობაში განვითარდა, შეითვისა ელემენტები ახალი ტალღიდან, საკოლეჯო როკიდან, სკადან, ჰიპ-ჰოპიდან, ემოდან, ბოიბენდ-პოპიდან, ჰარდქორ პანკიდან და მეტალკორიდან.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოპ-პანკი გამოჩნდა 1970-იანი წლების ბოლოს ისეთი ჯგუფებით, როგორიცაა Ramones, the Undertones და Buzzcocks, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ჟანრის საფუძველი.
1980-იანი წლების პანკ-ბენდები, როგორიცაა Bad Religion, Descendents და the Misfits პოპ-პანკის ფორმირებაზე მნიშვნელოვნად ახდენდნენ გავლენას.
1990-იანების შუა წლებში ჟანრი განსაკუთრებულად პოპულარული გახდა. აღნიშნული კი ისეთმა მეინსტრიმულმა ბენდებმა განაპირობეს,როგორებიცაა Green Day და The Offspring. ჟანრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო 1990-იანების ბოლო და 2000-იანების დასაწყისი, რადგან ამ დროს ჩამოყალიბდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბენდი Blink-182. ამავე პერიოდში გამოჩნდნენ ახალი შემსრულებლები Sum 41, New Found Glory, Good Charlotte და Avril Lavigne. აღსანიშნავია Warped Tour, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ახალი პოპ-პანკ არტისტების წარმოჩენაში.[2]
პოპ-პანკის მეინსტრიმული პოპულარობა გაგრძელდა 2000-იანების შუა და ბოლო პერიოდში ისეთი არტისტებით, როგორიცაა Fall Out Boy, My Chemical Romance და Paramore. ამ დროისთვის პოპ-პანკის შემსრულებლები დიდწილად არ განსხვავდებოდნენ ემო ჟანრის მიმდევარ შემსრულებლებისაგან. შედეგად, ემო ქროსოვერ შემსრულებლებმა, Fall Out Boy და Paramore, პოპულარული გახადეს პოპ-პანკზე გავლენის მქონე სტილი, რომელსაც ემო-პოპი ეწოდება.
2010-იანი წლებისთვის პოპ-პანკის მეინსტრიმული პოპულარობა შემცირდა. თუმცა ეს არ ნიშნავდა ჟანრის გაქრობას. ამ პერიოდში ანდერგრაუნდ არტისტების ტალღამ განსაზღვრა უფრო უხეში და ემოციური მიდგომა პოპ-პანკისადმი. The Story So Far, The Wonder Years და Neck Deep ის ბენდებია, რომლებმაც ჟანრს ახალი მახასიათებლები შესძინა.
2020-იანი წლების დასაწყისში პოპ-პანკ მუსიკის ახალმა ტალღამ დაიწყო მეინსტრიმული აღორძინება ახალი შემსრულებლებით, როგორებიცაა KennyHoopla და Yungblud.
განსაზღვრება და მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პოპ-პანკი სხვადასხვაგვარად არის აღწერილი როგორც პანკის ქვეჟანრი, პანკის ვარიაცია,[3] პოპ მუსიკის ფორმა და პანკის საპირისპირო ჟანრი (პოსტ-პანკის მსგავსად). ის სტილისტურად განვითარდა თავისი ისტორიის განმავლობაში, შეითვისა ელემენტები ახალი ტალღიდან, საკოლეჯო როკიდან, სკადან, რეპიდან, ემოდან და ბოიბენდებიდან.
პოპ-პანკის ზოგიერთი ვარიაცია ცნობილია ტრადიციული პანკ-როკისადმი ერთგულებით, კერძოდ, იყენებს უხეშ, უხამს, მყვირალა და რადიოსთვის „შეუფერებელ“ ჟღერადობას.[4]
The A.V. Club-ის მწერლები აღწერენ პოპ-პანკს როგორც პანკის ქვეჟანრს, რომელიც არსებითად იმდენი ხანია არსებობს, რამდენი ხანიც თავად პანკი, ფესვები აქვს „ბითლზის, კინკსის და ბიჩ ბოისის კლასიკურ პოპში, ხშირად უპირისპირებს ტკბილ ჰარმონიულ ჟღერადობას თავნება, ხმაურიან რიფებს.“[5]
About.com-ის რაიან კუპერის თანახმად, „პოპ-პანკი არის სტილი, რომელიც პანკის სხვა ქვეჟანრებისაგან განსხვავებით, უფრო უფრო მეტადაა ვალდებული ბითლზისა და 60-იანი წლების პოპის წინაშე.“
არსებობს მოსაზრება, რომ პაუერ-პოპსა და პოპ-პანკს შორის მნიშვნელოვანი მსაგვსება არსებობს. ეს ორი სტილი ხშირად ერთმანეთში იხლართება. ვებ-გამოცემა Revolver-მა აღიარა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოპ-პანკი და პაუერ-პოპი ხშირად წარმოდგენილია გაცვლით ჟანრებად, „ძირითადი კონცეფცია მარტივია - მელოდიური სიმღერები შეფუთული პანკის ელფერით."[6] ბრაიან კოგანის წიგნში The Encyclopedia of Punk Music and Culture (2006) პოპ-პანკი ხასიათდება როგორც „პაუერ-პოპის უფრო სწრაფი ვერსია."[7]
AllMusic განსაზღვრავს პოპ-პანკს როგორც „ალტერნატიული როკის პოსტ-გრანჟ მიმართულება". [8] მუსიკის ჟურნალისტმა ბენ მაიერსმა დაწერა, რომ ეს ორი ტერმინი სინონიმები იყო.[9]
მწერალმა გრეგ შოუმ (როკ-მუსიკის მკვლევარი), რომელიც ვრცლად წერდა პაუერ-პოპის შესახებ და თავის დამსახურებად მიიჩნევდა ჟანრის კოდიფიცირებას 1970-იან წლებში, თავდაპირველად განსაზღვრა თავად ფაუერ-პოპი როგორც პანკისა და პოპის ჰიბრიდული სტილი.[10] წიგნში Shake Some Action: The Ultimate Guide to Power Pop (2007), მსახიობი რობი რისტი მიიჩნევდა, რომ ჟანრის დიდი ნაწილი უბრალოდ შედგებოდა პოპ-ბენდებისგან, რომლებიც „ამატებენ პანკის წოდებას, რათა ბავშვებმა იფიქრონ, რომ ისინი თავიანთ მშობლებს აღიზიანებენ."[11]
Vice-ის მწერალი ჯეისონ ჰელერი ამბობდა, „თუნდაც მისი ფორმირების ფაზაში, 1978 წელს, პოპ-პანკი უბრალოდ არ იყო პანკის უფრო მსუბუქი, უფრო მისაღები ვერსია. პოპ-პანკიც პანკის მსგავსად მეამბოხე იყო, იმ განსხვავებით, რომ ის თავად პანკს დაუპირისპირდა. უფრო ზუსტად კი პანკის ნიჰილიზმს, „ცუდი ბიჭის პოზას“, მელოდიას, სენტიმენტალობის დამცირებას და, რაც მთავარია, მის თვითსერიოზულობას. გარკვეულწილად, პოპ-პანკი გახდა საკუთარი სახის პოსტ-პანკი..."[3]
შინაარსობრივად პოპ-პანკი ხშირად ეხება მოზარდულ თემებს, როგორიცაა ლტოლვა, რომანტიკული ურთიერთობები, სევდა, ნარკოტიკები, გარეუბნები და ამბოხი.[5][12] ზოგიერთი პოპ-პანკის ტექსტი ხაზს უსვამს ხუმრობებსა და იუმორს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Jones, Marcus. Friday Five: Ashnikko samples Kelis, Flo Milli's Fiddler on the Roof, and more (16 January 2021). ციტირების თარიღი: 28 April 2021
- ↑ Alexandra, Rae. (27 November 2017) How 23 Years of Warped Tour Changed America. KQED. ციტირების თარიღი: Nov 27, 2017
- ↑ 3.0 3.1 Heller, Jason. (February 26, 2018) How 1978 Kicked Off the Explosion of Pop-Punk. Vice. ციტირების თარიღი: August 18, 2020
- ↑ The Guitarists and Gear of 2000s Pop Punk en (2021-04-22). ციტირების თარიღი: 2025-02-25
- ↑ 5.0 5.1 Anthony, David; Heller, Jason; Ryan, Kyle. A beginner's guide to the bouncy buzz of pop punk. The A.V. Club (March 6, 2014).
- ↑ 50 Greatest Punk Albums of All Time (May 24, 2018).
- ↑ Punk-Pop Music Genre Overview. AllMusic.
- ↑ Skatepunk. AllMusic.
- ↑ Myers 2006, p. 52.
- ↑ Shaw, Greg. (1994) It was 20 years ago today .... Bomp.com. ციტირების თარიღი: December 4, 2009
- ↑ Borack 2007, p. viii.
- ↑ The 100 Best Pop Punk Bands (5 June 2019). ციტირების თარიღი: January 21, 2021