შინაარსზე გადასვლა

პონტიპული

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს ბაბი მარიდაშვილი.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: მაისი 30, 2025.


სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 30 დღე.
გთხოვთ ამოიღოთ ეს გამაფრთხილებელი თარგი სტატიიდან და შეატყობინოთ მომხმარებელს „ბაბი მარიდაშვილი.“
{{subst:მუშავდება/შეტყობინება|ბაბი მარიდაშვილი.|პონტიპული}}-~~~~


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}

პონტიპული ( POИTYPOOL) — 2008 წლის კანადური ფსიქოლოგიური საშინელებათა თრილერი, რომელიც ბრიუს მაკდონალდმა გადაიღო და ტონი ბურგესმა დაწერა, მისი 1995 წლის რომანზე პონტიპული ყველაფერს ცვლის დაყრდნობით.[1][2] სპინ-ოფი (ინგლ. spin-off), ოცნებების ქვეყანა (ინგლ.  Dreamland), გამოვიდა 2019 წელს.[3] 2023 წლის მდგომარეობით, პონტი ფრენჩაიზის ტრილოგიის დანარჩენი ორი ფილმი, პონტიპული ცვლილებები და პონტიპული ყველაფერს ცვლის, აქტიურ განვითარების სტადიაშია 2016 წლიდან.[3][4][5]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ონტარიოში, კანადაში, პონტიპულის ქალაქში დილის ტოკ-შოუს რადიოწამყვანი გრანტ მეზი მუშაობს თავის პროდიუსერ სიდნი ბრაიართან და ტექნიკოს ლორელ-ენ დრამონდთან ერთად. ერთ თოვლიან დილას ჟურნალისტი კენ ლონი იუწყება, რომ ძალადობრივი ბრბო ცდილობს დოქტორ მენდესის ოფისში შეჭრას ქალაქის ცენტრში. შემდეგ რადიო იღებს დამაბნეველ ინფორმაციას პონტიპულში შესაძლო ინფექციის შესახებ. მოულოდნელად ბრბო ცდილობს რადიოსადგურის დაპყრობას და დოქტორ მენდესი ფანჯარაში შემოიჭრება. გრანტი, სიდნი და დოქტორ მენდესი აღნიშნავენ, რომ ლორელი ინფიცირებულია და ისინი თავს შეაპარებენ გრანტის ხმაგაუმტარ კაბინაში, რათა თავი დაიცვან. მოულოდნელად დოქტორ მენდესი აღმოაჩენს, რომ ვირუსის გავრცელება გამოწვეულია ინგლისურ ენაზე წარმოთქმული კონკრეტული სიტყვებით. ამ სიტყვებს სიუჟეტის დასაწყისში მოისმენს მთავარი პერსინაჟი მაშინ, როდესაც სამსახურში მიდის.

  • სტივენ მაკჰეტი როგორც გრანტ მაზი (ჯონი მკვდარი თვალები)
  • ლიზა ჰული როგორც სიდნი ბრაიარი (ლიზა)
  • ჯორჯინა რეილი როგორც ლორელ-ენ დრამონდი
  • ჰრანტ ალიანაკი როგორც დოქტორი მენდესი
  • რიკ რობერტსი როგორც კენ ლონი
  • ბოიდ ბენკსი როგორც ჯეი (ოსამა)
  • ტონი ბურგესი როგორც ტონი (ლორენსი)
  • რეიჩელ ბარნსი როგორც კოლინ (დაუდი)**წარმოება**

პონტიპული ეფუძნება ტონი ბურგესის რომანს პონტიპული ყველაფერს ცვლის. ბურგესმა თავად მოარგო მასალა ეკრანისთვის. მაკდონალდის თანახმად, მწერალმა სცენარი 48 საათში დაამუშავა.[6] აღნიშნული სცენარი გამოყენებულია ფილმისთვისაც და რადიო სპექტაკლისთვისაც.[7] ფილმიგადაიღეს ტორონტოში და არა თავად პონტიპულში.

რუ მორგის 2008 წლის შიშის ფესტივალის ექსპოზე, რეჟისორმა ბრიუს მაკდონალდმა ხაზი გაუსვა, რომ ფილმში აღწერილი ვირუსის მსხვერპლნი არ იყვნენ ზომბები და მათ „მოსაუბრეები" უწოდა. მან აღწერა დაავადების სტადიები: ამ ვირუსს აქვს სამი სტადია. პირველ სტადიაში შეიძლება დაიწყოთ სიტყვის გამეორება. ჩვეულებრივ, ეს არის სიტყვები, რომლებიც სიყვარულის გამოხატვულებაა, როგორიცაა „ძვირფასო" ან „ტკბილო". მეორე სტადიაში თქვენი ენა იბლოკება და ვერ გამოხატავთ საკუთარ თავს სწორად. მესამე სტადიაში ისეთი მწუხარება გეუფლებათ თქვენს მდგომარეობაზე, რომ ერთადერთი გამოსავალი, რასაც ინფიცირებული პირი გრძნობს, არის სხვა ადამიანისთვის ზიანის მიყენება.

  1. Holden, Stephen. (2009-05-28) A Surprise Is in Store for This Shock Jock. The New York Times.
  2. McDonald Describes Pontypool's "Infected". ShockTillYouDrop.com. Coming Soon Media (August 26, 2008). ციტირების თარიღი: 2009-02-05
  3. 3.0 3.1 Vander Kaay, Chris. (2018-04-03) [Exclusive 'Pontypool' Spinoff Coming Soon and Direct Sequel in the Works!]. Bloody Disgusting.
  4. Miska, Brad. (2009-05-15) Keep Your Lips Sealed, 'Pontypool' Sequel on the Way!. Bloody Disgusting.
  5. Turek, Ryan. (2012-07-24) Potential Pontypool Sequel Gets a Terrific Teaser Poster. ComingSoon.net.
  6. Turek, Ryan. (August 26, 2008) McDonald Describes Pontypool's "Infected. ციტირების თარიღი: February 5, 2009
  7. Worldplay: Pontypool for World Drama. BBC World Service (June 21, 2009).