პომოსის კერპი


პომოსის კერპი (ბერძ. Ειδώλιο του Πωμού) — ქვის პრეისტორიული ქანდაკება, რომელიც კვიპროსის სოფელ პომოსის მახლობლად აღმოაჩინეს. იგი ენეოლითის (სპილენძ-ქვის) ხანით, დაახლოებით ძვ. წ. XXX საუკუნით თარიღდება.[1]
ამჟამად ქანდაკება ნიქოზიის კვიპროსის მუზეუმშია გამოფენილი.
სიმბოლიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქანდაკება, სავარაუდოდ, განასახიერებს ჩამუხლულ ქალს, რომელსაც ხელები გაშლილი აქვს. სქესი დადგენილია კვიპროსში ნაპოვნი მრავალი მსგავსი სკულპტურის მიხედვით, რომელთაც მკერდზე მცირე ზომის ამონაშვერები აქვთ, რაც მდედრობით სქესზე მიანიშნებს. ეს ფიგურები, სავარაუდოდ, ნაყოფიერების სიმბოლოდ გამოიყენებოდა, თუმცა მკვლევარი ბლედა დიურინგი ვარაუდობს, რომ ისინი გარკვეული სახის ცეკვას გამოხატავენ.[2] შედარებით მცირე ზომის ფიგურებს ყელზე ამულეტებად ატარებდნენ — ზუსტად ისე, როგორც თავად ეს კერპია გამოსახული (საკუთარი თავის მცირე ასლით ყელზე).
ევრო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წელს კვიპროსმა ეროვნულ ვალუტად ევრო მიიღო. პომოსის კერპი, როგორც კვიპროსული პრეისტორიული ხელოვნების ნიმუში, აირჩიეს კვიპროსული 1 და 2-ევროიანი მონეტების დიზაინისთვის.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ premierdmc.com.cy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-11. ციტირების თარიღი: 2010-02-08
- ↑ During, Bleda (2023) „Reconsidering Cruciform Figurines of Chalcolithic Cyprus“, Style and Society in the Prehistory of West Asia: Essays in Honor of Oliver P. Niewenhuyse. Leiden: Sidestone Press, გვ. 149–156.
- ↑ nbbmuseum.be. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-03. ციტირების თარიღი: 2010-02-08