შინაარსზე გადასვლა

პომორები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პომორები 1917 წელს

პომორები (რუს. поморы— „ზღვისპირელები“) — თეთრი ზღვის სამხრეთ-დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპიროს ძველი რუსული მოსახლეობა, რომელიც ძირითადად ნოვგოროდის მიწებიდან იყო გადასახლებული. პომორებს უწოდებენ თეთრი და ბარენცის ზღვის მთელ მოსახლეობასაც. რუსების ჩამოსახლება აქ დაიწყო XII საუკუნიდან და გაგრძელდა XVIII საუკუნის დამდეგამდე. პომორების საქმიანობა ძველთაგანვე ზღვასთან იყო დაკავშირებული (თევზჭერა, მენავეობა, გემთმშენებლობა). მათ აფრიანი გემებით პირველებმა მიაღწიეს კუნძულ შპიცბერგენს.

პომორებისათვის დამახასიათებელია რუსული კულტურის ჩრდილოეთის კომპლექსი (არქიტექტურა, ტანსაცმელი, ჩვევები, კილოკავი).

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: