პოლ რემლენჟე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პოლ რემლენჟე (დ. 29 დეკემბერი, 1871 – გ. 9 მარტი, 1964) — ფრანგი ფიზიკოსი და ბიოლოგი, წარმოშობით ბერტრანჟიდან, ქ. მოზელი, ლოთარინგია, საფრანგეთი.

სწავლობდა ვალ დე გრასის სამხედრო ჰოსპიტალში, 1893 წ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ლიონის უნივერსიტეტში თემაზე „ტუბერკულოზის მემკვიდრეობით გადაცემა“. 1896 წ გახდა ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი ტუნისში, რასაც მოყვა კონტრაქტი კონსტანტინოპოლში საიმპერიო ბაქტერიოლოგიურ ინსტიტუტში (1900). მალევე მორის ნიკოლი ჩაანაცვლა (1862-1932) ინსტიტუტის დირექტორის პოზიციაზე.

1914რემლენჟე გადაიყვანეს ტანჟერში, სადაც ახლად დაარსებულ პასტერის სახელობის ინსტიტუტში განაგრძო მუშაობა 1957 წლამდე. პირველი მსოფლიო ომის დროს იგი მუშაობდა არგონის ტყეში, სადაც იკვლევდა ბაქტერიულ დიზენტერიას ჟულიენ დიუმასთან ერთად (1884-1965).

რემლენჟე წამყვანი მკლევარი იყო რაბიოლოგიასა და მის ვაქცინაციაში. 1903 წელს მან დაამტკიცა, რომ ცოფის გამომწვევი მიზეზი ბაქტერიულ ფილტრ-გამავალი ვირუსი იყო.

რემლენჟე რამდენიმე პროფესიულ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული, მათ შორის: ბიოლოგიის საზოგადოების წევრ-კორესპონდენტი (1903), ასევე პარიზის სამედიცინო აკადემიისა (1919) და საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1944). იგი ასევე გახლდათ, საფრანგეთის „ეგზოტიკური პათოლოგიების საზოგადოების“ ნამდვილი წევრი (1934) და „მიკრობიოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი (1927).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]