შინაარსზე გადასვლა

პოლ მასკალი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლ კოლმ მაიკლ მასკალი
დაბადების თარიღი 2 თებერვალი, 1996 (29 წლის)
მეინუთი, კილდერის საგრაფო, ირლანდია
ალმა-მატერი დუბლინის ტრინიტის კოლეჯი (ბაკალავრის ხარისხი)
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2017 წლიდან დღემდე

პოლ მასკალი (დ. 2 თებერვალი, 1996) — ირლანდიელი მსახიობი.[1][2] მას მიღებული აქვს ორი BAFTA-ს ჯილდო და ლორენს ოლივიეს პრემია, აგრეთვე ნომინირებული იყო „ოსკარზე“, Primetime Emmy Award-სა და „ოქროს გლობუსზე“.

მსახიობი დაიბადა მეინუთში. მსახიობობა შეისწავლა The Lir Academy-ში, რის შემდეგაც დუბლინის თეატრებში სპექტაკლებში მონაწილეობდა. მასკალმა ფართო აღიარება მოიპოვა BBC-ისა და Hulu-ს რომანტიკული დრამატული მინისერიალის Normal People (2020) მთავარ როლში შესრულებით, რის გამოც მიიღო BAFTA-ს ჯილდო საუკეთესო მსახიობისთვის. ის ნომინირებული იყო Primetime Emmy Award-ზე.

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლ კოლმ მაიკლ მასკალი დაიბადა 1996 წლის 2 თებერვალს, მეინუთში, კილდერის საგრაფოში. დედა, დერბლა მასკალ ნი მოლოია, პროფესიით პოლიციელი, ხოლო მამა, პოლ მასკალი, მასწავლებელია. მას, როგორც მსახიობს, რამდენჯერმე მიუღია მონაწილეობა სხვადასხვა სპექტაკლში.[3][4][5][6] პოლს ჰყავს უფროსი ძმა და უმცროსი და.[6][7][8]

მასკალი სწავლობდა მეინუთის საშუალო სკოლაში (Maynooth Post Primary School).[9] ის კილდერის საგრაფოს სახელით თამაშობდა გელურ ფეხბურთს როგორც არასრულწლოვანთა, ისე 21 წლამდე ასაკობრივ გუნდებში.[10][11] გელური ფეხბურთის მოთამაშემ ბრაიან ლეისიმ მაღალ შეფასებას მისცა მესკალის უნარებს მცველის პოზიციაზე, ხოლო მსახიობის მწვრთნელმა იგი აღწერა როგორც „თავის ასაკზე მეტად მომწიფებული… ძალიან განვითარებული და ძალიან ძლიერი“.[12][13] მასკალმა სპორტს კარიერა ყბის ტრავმის შემდეგ დაასრულა.[14]

პოლმა სცენაზე პირველად ითამაშა 16 წლის ასაკში.[7][9] მან სწავლა გააგრძელა დუბლინის ტრინიტი კოლეჯთან არსებულ The Lir Academy-ში.[15] 2017 წელს დაამთავრა და მიიღო კინო მსახიობის ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი.[16]

  1. Rapid Fire Questions: Paul Mescal and Daisy Edgar-Jones • Normal People. Hulu (6 May 2020). ციტირების თარიღი: 24 May 2022
  2. Paul Mescal Goes Undercover on YouTube, Twitter and Wikipedia. GQ (19 October 2020). ციტირების თარიღი: 24 May 2022
  3. Paul Mescal and Andrew Scott Take The Co-Star Test. BuzzFeed (13 December 2023). ციტირების თარიღი: 21 December 2023
  4. Paul Mescal: Age, Height & Dating Details Of 'Normal People' Actor. Capital FM. ციტირების თარიღი: 10 November 2020
  5. Armstrong, Maggie. (11 January 2020) Readers' expectations are the 'biggest source of anxiety' – Paul Mescal on tackling role of Connell in Normal People. Irish Independent. ციტირების თარიღი: 13 February 2020
  6. 6.0 6.1 Surve, Aakanksha (8 August 2023). „Paul Mescal's mum Dearbhla shares delightful tribute to husband on 29th wedding anniversary“. Dublin Live. Dublin: MGN Limited. ციტირების თარიღი: 17 September 2025.
  7. 7.0 7.1 Paiella, Gabriella. How Paul Mescal Became the Crush of the Year. GQ (19 October 2020). ციტირების თარიღი: 8 June 2021
  8. Glasgow, Abigail (29 April 2020). 'Normal People' Star Paul Mescal Showed His Parents the Sex Scenes“. Paper. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 May 2020. ციტირების თარიღი: 30 August 2020.
  9. 9.0 9.1 Lloyd, Brian. (2 May 2020) Here's 'Normal People' star Paul Mescal performing 'Phantom of the Opera' as a teen. ციტირების თარიღი: 10 September 2021
  10. Ward, Patrick. (16 December 2017) From Kildare football star to Irish theatre star – Mescal revelling on a new stage. ციტირების თარიღი: 3 November 2019
  11. Regan, Jarlath (25 April 2020). „Paul Mescal“. An Irishman Abroad (Podcast). SoundCloud. https://soundcloud.com/an-irishman-abroad/paul-mescal-episode-352. წაკითხვის თარიღი: 20 July 2020.
  12. Lawlor, Damian (28 July 2017). „Lacey backs Kildare to prosper without one that got away“. The Sunday Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 November 2019. ციტირების თარიღი: 3 November 2019.
  13. Keane, Paul (14 May 2020). „Former Kildare boss Cian O'Neill got a glimpse of Paul Mescal's acting talent“. Irish Examiner. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 June 2020. ციტირების თარიღი: 14 May 2020.
  14. Fitch Little, Harriet. Meet the Charismatic Stars of the Highly-Anticipated Normal People Adaptation. Vogue (16 March 2020). ციტირების თარიღი: 16 March 2020
  15. Heaf, Jonathan (28 November 2020). „Paul Mescal: 'I had no control over one of the biggest moments in my life'. British GQ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 February 2021. ციტირების თარიღი: 8 June 2021.
  16. Fenwick, George. Who is Paul Mescal? The Normal People actor who plays Connell. Evening Standard (1 June 2020). ციტირების თარიღი: 29 April 2021