პოლ კონრადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პოლ კონრადი
დაბ. თარიღი 1 აპრილი, 1877(1877-04-01)
დაბ. ადგილი ლე-ლოკლი
გარდ. თარიღი დეკემბერი, 1948 (71 წლის)
გარდ. ადგილი ნევშატელი
მოქალაქეობა Flag of Switzerland.svg შვეიცარია
საქმიანობა მიკოლოგია

პოლ კონრადი (ფრანგ. Paul Konrad; დ. 1 აპრილი, 1877, ლე-ლოკლი — გ. 19 დეკემბერი, 1948, ნევშატელი) — შვეიცარიელი გეომეტრი და მოყვარული მიკოლოგი.[1]

მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Konrad.[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1894 წელს დაამთავრა ბაზელის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. 1902-1948 წლებში იყო ნევშატალის ტრამვაის მომსახურების თანამშრომელი; 1938 წლიდან დირექტორი.[3]

თავისუფალ დროს მიკოლოგიას უთმობდა. 1918 წელს გახდა საფრანგეთის მიკოლოგიური საზოგადოების წევრი;[4] 1927 წელს ლიონის კარლ ლინეს საზოგადოების წევრი. 1932 წელს მიიღო ნევშატელის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.[3]

პროფესორ ანდრე მობლანთან ერთად შექმნა სოკოების ილუსტრირებული ატლასი — „Icones Selectae Fungorum“, რომელშიც აღწერილი იყო ცენტრალურ ევროპაში გავრცელებული სოკოს სახეობები.

პოლ კონრადი გარდაიცვალა 1948 წლის 19 დეკემბერს ქალაქ ნევშატელში, 71 წლის ასაკში.

რჩეული ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Notes critiques sur quelques champignons du Jura (4 ნაწილად, 1923–29)
  • Révision des Hyménomycètes de France et des pays limitrophes (ანდრე მობლანთან ერთად) (1924)
  • Icones Selectae Fungorum; (ანდრე მობლანთან ერთად; 6 ნაწილად, 1924–27).
  • Note sur le Boletus pulverulentus Opatowski; რენე მერთან ერთად (1927)
  • Les Agaricales. Classification, revision des espèces, iconographie, comestibilité (ანდრე მობლანთან ერთად, 1948)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „Paul Konrad, ancien directeur de la Compagnie de tramways de Neuchâtel et mycologue connu dans le monde entier“ (PDF) (ფრანგული). ციტირების თარიღი: 2014-04-16.
  • Stafleu F. A., Cowan R. S. Taxonomic Literature : [ინგლ.]. — Ed. 2. — Utrecht, The Hague, 1979. — Vol. II: H—Le. — P. 644. — 991 p. — ISBN 90-313-0343-7. — doi:. 10.5962/bhl.title.48631.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Paul Konrad : 1877-1948 დაარქივებული 2017-02-06 საიტზე Wayback Machine. Retro Seals
  2. Konrad. International Plant Names Index. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2021.
  3. 3.0 3.1 BHL Taxonomic literature : a selective guide to botanical publications
  4. Paul Konrad (1877-1948) data.bnf.fr/