პოლ ბაღდადლიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პოლ ბაღდადლიანი
Paul Baghdadlian.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 10 ივლისი 1953(1953-07-10)
დაბ. ადგილი ალეპო
გარდ. თარიღი 28 ივნისი 2011(2011-06-28) (57 წლის)
გარდ. ადგილი Glendale
ეროვნება სომხები

პოლ ბაღდადლიანი (სომხ. Փօլ Պաղտատլեան; დ. 10 ივლისი, 1953, ალეპო, სირია — გ. 28 ივნისი, 2011, გლენდეილი, კალიფორნია, აშშ) ხშირად ცნობდნენ როგორც პოლს — სომეხი-ამერიკელი მუსიკოსი, მუსიკებისა და მელოდიების მწერალი, კომპოზიტორი, მუსიკოსი, ბიზნესმენი. მას მოიხსენიებენ, როგორც სასიყვარულო სიმღერების მეფეს. მისი მუსიკა უყვარდა მრავალ სომეხსა და თითქმის მთელ [[სომხურ დიასპორას.[1]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლი დაიბადა როგორც კრიკორ ბაღდადლიანი, 1953 წლის 10 ივლისს, სომხურ ოჯახში; მისი მშობლები იყვნენ ბარიურ და აროუსიაგ ბაღდადლიანები. ჰყავდა ძმა, სახელად არამ ბაღდადლიანი და და სახელად ანაჰიდ ბაღდადლიანი. დამასკოში, სირიაში გადასვლის შემდეგ მას დიდი წარმატება მოუტანა თანამედროვე სომხური მუსიკების შესრულებამ. 1965 წელს, 12 წლის ასაკში ბაღდადლიანს დედა გარდაეცვალა (საბოლოოდ მისი მამა დაქორწინდა და დასახლდა პასადენაში, კალიფორნიაში). ყოველდღიურ ცხოვრებასთან ჭიდილით, მან საკუთარი ცხოვრება დაიწყო.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970-იანი წლების განმავლობაში პოლ ბაღდადლიანი ცნობილი იყო როგორც პოლი (პრინცი) და იგი მხოლოდ ინგლისურ სიმღერებს მღეროდა. სომხური დიასპორის წარმომადგენლის, მომღერალ ჰარუთ პამბუკჯიანის მუსიკის მოსმენის შემდეგ, პოლ ბაღდადიანმა სომხურ ენაზე სიმღერა დაიწყო (ძირითადად სასიყვარულო სიმღერებს ასრულებდა). ბეირუთსა და შუა აღმოსავლეთში დიდი წარმატების მიღწევის შემდეგ, იგი პირადი კარიერის ახალ ეტაპზე გადავიდა: იგი გაემგზავრა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში (1977); აქ მან საერთაშორისო კარიერა დაიწყო. ლოს-ანჯელესში ყოფნის პერიოდში მან ასობით სიმღერა (უმეტესად ბალადები) ჩაწერა;[2] ჩაწერილ სიმღერების უმეტესობას სომხურად მღეროდა; აღსანიშნავია არაბულსა და ინგლისურ ენებზე შესრულებული სიმღერები. იგი ხშირად მართავდა ტურებს სომხური დიასპორის მთავარ ეპიცენტრებში.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლ ბაღდადლიანი გარდაიცვალა 2011 წლის 28 ივნისს, კალიფორნიაში, ფილტვის კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ. გარდაიცვალა გლენდეილის სამედიცინო ცენტრში, საავადმყოფოში ყოფნის დროს. გარდაცვალების მიზეზად კიბოს გამო სუნთქვის უკმარისობა დასახელდა.[3][4] მას დარჩა სამი შვილი: პოლ ბაღდადლიანისა და პირველი ცოლის, კრისტოფერ ბაღდადლიანის შვილი სახელად ანი ბაღდადლიანი; და ერთი ქალიშვილი, ვირჯინია ბაღდადლიანი, მისი მეორე ცოლისგან - ძაღიგ-ფლორენცია ბაღდალიანისგან.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]