პოლ ადელშტეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პოლ ადელშტეინი (2008)

პოლ ადელშტეინი (ინგლ. Paul Adelstein; დ. 29 აპრილი, 1969) — ამერიკელი მსახიობი. გარდა ამისა, ის ასევე არის მომღერალი, კომპოზიტორი, პიანისტი და გიტარისტი. იგი ცნობილია პოლ კელერმანის როლით Fox - ის სატელევიზიო სერიალში "Prison Break". ასევე პოლი მონაწილეობდა ABC - ის სამედიცინო დრამაში "Private Practice", პედიატრის - კუპერ ფრიდმენის როლში. 2004 წელს პოლი გამოჩნდა ფილმში "Intolerable Cruelty". 2018 წელს მან დაიწყო მონაწილეობა NBC - ს კომედიურ სერიალში "I Feel Bad", რომლის პროდიუსერია ემი პოელერი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლი დაიბადა ჩიკაგოში, ილინოისის შტატში, 1969 წლის 29 აპრილს.

პოლი თავისი ბავშვობის შესახებ იმფორმაციას მალავს და იგი სოციალურ მედიას არ უზიარებს ინფორმაციას მშობლებისა და ეთნიკური წარმომავლობის შესახებ.

მსახიობობის პროფესიონალური კარიერის დაწყებამდე ადელშტეინი დადიოდა პროგრესულ ფრენსი პარკერის სკოლაში, შემდეგ კი მან სწავლა განაგრძო ბოუდინის კოლეჯში. მან თავისი კარიერა დაიწყო თეატრში. შემდეგ პოლი თანამშრომლობდა ჯონ კუსაკის მიერ დაარსებულ კომპანიასთან New Crime Productions - თან და მოგვიანებით Steppenwolf Theatre Company - თან.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლ ადელშტეინი რამდენიმე პროექტში შეხვდა მსახიობ ლიზა ვეილს. მათ დაიწყეს შეხვედრა და 2006 წლის ნოემბერში იქორწინეს. ქორწილის ცერემონია ებრაული რწმენით აღინიშნა. მათ 2010 წლის 20 აპრილს შეეძინათ გოგონა, ჟოზეფინა ელიზაბეტ ვეილ-ადელშტაინი.

ათწლიანი ხანგრძლივი ქორწინების შემდეგ, სამწუხაროდ წყვილი დაშორდა. 2016 წლის მარტში ლიზამ შეიტანა განცხადება განქორწინების შესახებ.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლ ადელშტეინის სამსახიობო კარიერა დაიწყო 1990 წელს. საწყის ეტაპზე ის თეატრში მუშაობდა. ამ დროს ის თანამშრომლობდა New Crime Productions– სა და Steppenwolf Theater Company– სთან. მან პირველი კინოროლი მიიღო 1990 წელს, ფილმში - "The Grifters".

7 წლიანი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, მან იმონაწილევა ფილმში - "Peoria Babylon". ამის შემდეგ, მან უკვე აქტიურად დაიწყო მუშაობა სამსახიობო სფეროში. 1998 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმებში და სერიალებში. მისი პირველი სატელევიზიო შოუ არის - . იგი "Cupid" - ის რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა. ამის შემდეგ პოლმა განაგრძო მუშაობა მთავარი როლებისთვის.

2004 წელს პოლმა მიიღო როლი ფილმში - "Collateral". ფილმი გადაღებულია 65 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით და შეაგროვა 217,8 მილიონი დოლარი.

2005 წელს მან მიიღო მთავარი როლები სერიალებსა და ფილმებში, კერძოდ ფილმში - "Memoir of a Geisha" და სერიალში - "Prison Break". ამ როლებმა მას დიდი პოპულარობა მოუტანა.

პოლის მთავარი პროექტები არის - "Private Practice" და "Scandal". 2007 წლიდან 2011 წლამდე მან ითამაშა კუპერ ფრიდმენის როლი სერიალ "Private Practice" - ის 111 ეპიზოდში. გარდა ამისა, პოლ ადელშტეინმა გააკეთა მრავალი სხვა პროექტი, როგორიცაა - "Be Cool", "Girlfriends’ Guide to Divorce", "Hack", "Return to Zero" და სხვა.

პოლის ქონება დაახლოებით 2 მილიონ დოლარად არის შეფასებული. მისი საშუალო ხელფასი წელიწადში 19 ათასი დოლარიდან 210 ათას დოლარამდე მერყეობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]