პოლტავური თიხისფერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პოლტავური თიხისფერი — სახორცე-მეკვერცხული მიმართულების ქათმის ჯიში. არსებობს ვარაუდი, რომ წარმოიქმნა XIX საუკუნეში პოლტავის გუბერნიაში ადგილობრივი ქათმის შეჯვარებით ჩალისფერ ორპინგტონთან. პოლტავური ჯიშის ქათმის ტანი წაგრძელებულია, არც ისე ფართო. თავი მცირე ზომისაა; ყურის ბიბილოები წითელი, ბიბილო დასაწყისში მოვარდისფრო, იშვიათად — ფურცლისებრი; ფაფარი კარგადაა განვითარებული. მკერდი გამოზნექილია; ზურგი ფართო, სწორი; ფრთები მოყავისფრო-ყვითელი („თიხისფერი“, აქედან სახელწოდება), მომქნევი ბუმბულის წვეროები შავია, კუდი მოყავისფრო-შავი. ნაწნავები შავი ფერისაა; ფეხები დაბალი, ყვითელი. მამლის საშუალო ცოცხალი მასაა 2,9–3 კგ, დედლისა 2–2,2 კგ. კვერცხმდებლობა 175–180 ცალი წელიწადში; თითოეული იწონის 52–54 . სიცოცხლისუნარიანობა კარგია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]