პოლოცკის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლოცკის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დაფუძნდა 1968
ტიპი უნივერსიტეტი
რექტორი Yury Ramanouski
სტუდენტი 12 000[1]
ქვეყანა ბელარუსი
პოლოცკის სახელმწიფო უნივერსიტეტი — ბელარუსი
პოლოცკის სახელმწიფო უნივერსიტეტი
https://www.psu.by

პოლოცკის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბელარ. Полацкi дзяржаýны ýнiверсiтэт; რუს. Полоцкий государственный университет) ― სახელმწიფო უნივერსიტეტი ნოვოპოლოცკსა და პოლოცკში, ბელარუსში. უნივერსიტეტს აქვს ოფიციალური სიმბოლოები: დროშა, ემბლემა და ჰიმნი. უნივერსიტეტის ჰიმნის ტექსტის ავტორია გენადი ბურავკინი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1581 წელს პოლოცკში იეზუიტთა კოლეჯი დაარსდა. 1812 წლის 12 იანვარს, რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე I-ის ბრძანებით, კოლეჯი პოლოცკის იეზუიტთა აკადემიად ჩამოყალიბდა. აკადემია 1820 წლამდე ფუნქციონირებდა[2] და პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო ბელარუსში.[3]

1968 წლის 14 ივლისს ბელარუსის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ნოვოპოლოცკის ფილიალი შეიქმნა. მომდევნო წლის 10 თებერვალს ბელარუსის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ნოვოპოლოცკის ფილიალი ბელარუსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გადაიტანეს. 1974 წლის 1-ელი იანვრიდან იგი ნოვოპოლოცკის პოლიტექნიკურ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. 1993 წლის 14 სექტემბერს ინსტიტუტი პოლოცკის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა.

ფაკულტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტი
  • მექანიკისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი
  • რადიოინჟინერიის ფაკულტეტი
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტი
  • ფინანსებისა და ეკონომიკის ფაკულტეტი
  • სამართლის ფაკულტეტი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.psu.by/index.php/abiturientam/pochemu-pgu.html
  2. Połock Academy (1812–1820): An Example of the Society of Jesus's Endurance, by Irena Kadulska in: Robert A. MARYKS and Jonathan WRIGHT (eds.), Jesuit Survival and Restoration: A Global History, 1773–1900, Leiden and Boston, MA: Brill, 2015, ISBN 9789004282384, pp. 83-98
  3. Ancient capital announced Belarus’ cultural capital for 2010 // The online version of the central republican newspaper «SB. Belarus Segodnja»