პოლონურ-ქართული სამხედრო კავშირი
პოლონეთ-საქართველოს სამხედრო კავშირი Sojusz polsko-gruziński | |
---|---|
შეიქმნა | 1920 |
გაუქმდა | 1921 |
ტიპი | სამხედრო ალიანსი |
ემსახურება რეგიონს | საქართველო, პოლონეთი |
წევრები |
პოლონეთის მეორე რესპუბლიკა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
პოლონეთ-საქართველოს სამხედრო კავშირი — ხანმოკლე კავშირი (1920–1921) პოლონეთის მეორე რესპუბლიკასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველომ დამოუკიდებლობა 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ მოიპოვა; პოლონეთმა კი ერთი წელიწადში, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ორივე ქვეყანას ისტორიულად პრობლემური ურთიერთობები ჰქონდა საერთო მეზობელ ქვეყანა, რუსეთთან[1]. პოლონეთის მეთაურ იოსებ პილსუდსკის აღმოსავლეთ ევროპის საერთო თავდაცვის სამხედრო კავშირის შექმნა სურდა (Międzymorze), რომლის შესაძლო წევრად საქართველოსაც მიიჩნევდა[1].
პოლონეთის დიპლომატიურ მისიებს კავკასიაში, ახლად გამოცხადებულ დამოუკიდებელ ქვეყნებში, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანში 1918 წლის აპრილში ჩაეყარა საფუძველი, მაგრამ მისიებმა მუშაობა, მხოლოდ 1920 წლის მარტში დაიწყეს[1]. ამ დროისთვის, ერთ-ერთი პოლონური სამხედრო რაზმი (Polska Oddzielna Brygada) სრულად დაკომპლექტებული იყო იმ ჯარისკაცებისგან, რომლებიც პოლონეთის დამოუკიდებლობამდე, რუსეთის არმიის კავკასიურ ნაწილში მსახურობდნენ. ამ რაზმმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალი კავკასიური ქვეყნის, საქართველოს დედაქალაქ ტფილისში წესრიგის დამყარებაში. რაზმი დაიშალა 1918 წელს, გერმანიის ზეწოლის შედეგად. ჯარისკაცთა უმრავლესობა ოდესაში, გენერალ ლუციან ჟელიკოვსკის პოლონურ მე-4 მსროლელ დივიზიას შეუერთდა და შემდეგ პოლონეთში დაბრუნდა[2].
1920 წელს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტანისლავ პატეკი დიპლომატიური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად საქართველოში იქნა გაგზავნილი[1]. ქართველები, რუსეთის რევოლუციის შედეგებითა და თურქული პოლიტიკით შეშფოთებულნი, დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ პოლონეთთან სამხედრო კავშირის დამყარებას[1]. ამის შემდეგ მალევე, საქართველოს დიპლომატიური ვიზიტით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ტიტუს ფილიპოვიჩი ესტუმრა[1].
პოლონურ-ქართული სამხედრო კავშირის გეგმებში, საქართველოს სამხედრო ძალებისთვის პოლონური სამხედრო დახმარებაც (ტექნიკა და საბრძოლო საშუალებები) შედიოდა. თუმცა, ამასობაში საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და საქართველო კომუნისტური რეჟიმი დაამყარა[1]. ამავე პერიოდში, ფილიპოვიჩი, რომელიც საქართველოში პოლონეთის ელჩად უნდა დასახელებულიყო, კომუნისტებმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დააკავეს[1].
პოლონური დიპლომატიური პერსონალი, ვიქტორ ბიალობჟესკის მეთაურობით, საქართველოში პოლონეთის საკონსულოს შექმნას ხელმძღვანელობდა, თუმცა საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ და დემოკრატიულ ქვეყანაში საბჭოთა ტოტალიტარიზმის დამყარების შემდეგ, არათუ საკონსულოს შექმნა, შექმნის იდეაც კი წარმოუდგენელი იყო.
შემდგომი პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოში საბჭოელების შემოჭრის შემდეგ, ქართულ-პოლონური კარგი ურთიერთობები პოლონეთის ქართულმა სათვისტომომ განაპირობა. პოლონეთში ემიგრირებულ ქართველთა შორის, გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის მშობლებიც იყვნენ (თავად გენერალი ვარშავაში დაიბადა). პოლონეთი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ პატრიოტებს მრავალი წლის განმავლობაში ეხმარებოდა. რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი პოლონურ არმიაში ჩაირიცხა, მათ შორის იყვნენ: ზაქარია ბაქრაძე, ალექსანდრე ჩხეიძე, ივანე ყაზბეგი, ვიქტორ ლომიძე და ვალერიან თეთრაძე. პოლონურ არმიაში, ყველა ქართველი ჯარისკაცი სარგებლობდა შეღავათებით და გამორძეულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა პოლონელ ჯარისკაცებთან[3].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Wojciech Materski, "Polsko-Gruziński sojusz wojskowy" ("The Polish-Georgian Military Alliance"), Polityka: Wydanie Specjalne (Politics: Special Edition), 2/2008, ISSN 1730-0525, p. 69.
- ↑ WF Reddaway, JH Penson, O. Halecki, R. Dyboski (1980), The Cambridge History of Poland, p. 475. Cambridge University Press
- ↑ ქართველი ჯარისკაცები პოლონეთის სამსახურში(1923 – 1939), დიმიტრი შალიკაშვილი