პოლონეთის პრუსიული ანექსია
პრუსიის ნაწილი აღნიშნავს პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის ყოფილ ტერიტორიებს რომლის ანექსიაც მოახდინა პრუსიამ პოლონეთის დანაწილების შემდეგ, (1772-1795 წლებში).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრუსიის სამეფომ (XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ცნობილი როგორც გერმანიის იმპერია) პოლონეთის სამივე დანაწილლების დროს მოახდინა მისი ტერიტორიების ანექსია, ამასთან ის ამ პროცესების მთავარი ინიციატორი იყო.
პრუსიის ნაწილის მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებია:
- ნაპოლეონისტური ვარშავის საჰერცოგოს ჩამოყალიბება (1807) და ვენის კონგრესზე მისი გაუქმება (1815).
- პოლონეთის დიდი აჯანყება (1806)
- პოლონეთის დიდი აჯანყება (1846)
- პოლონეთის დიდი აჯანყება (1848)
- პოლონეთის დიდი აჯანყება (1918–1919)
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრუსიამ პოლონეთის ანექსირებული ტერიტორიები შემდეგნაირად:
- ნეტზეს ოლქი - (1772-1793)
- ახალი სილეზია - (1795-1807)
- ახალი აღმოსავლეთ პრუსია - (1795-1807)
- სამხრეთ პრუსია - (1793-1806)
- აღმოსავლეთ პრუსია - (1773-1829)
- დასავლეთ პრუსია - (1773-1824)
პირველი დანაწევრების დროს პრუსიამ მიიღო 36,000 კმ² და დაახლოებით 600,000 ადამიანი. მეორე დაყოფის დროს - 58,000 კმ² და 1 მილიონი მოსახლე. მესამე დაყოფისას - 55,000 კმ² და 1 მილიონი ადამიანი. ჯამში პრუსიას ყოფილი თანამეგობრობის მიწების დაახლოებით 20% (149 000 კმ²) და მოსახლეობის 23% (2.6 მილიონი ადამიანი) ერგო.[1] გეოგრაფიული თვალსაზრისით პრუსიის მიერ ანექსირებული ტერიტორია შეადგენდა პროვინციას: დიდი პოლონეთი (პოლ. Wielkopolska).
დროთა განმავლობაში ადმინისტრაციული დაყოფა იცვლებოდა. პრუსიის დიდი ადმინისტრაციული ერთულები რომლებიც პოლონეთის ტერიტორიებს შეიცავდნენ იყო:
- პოზნანის დიდი სამთავრო (1815–1848)
- პოზნანის პროვინცია (1848–1919)
საზოგადოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრუსიულ ნაწილში მცხოვრები პოლონელები განიცდიდნენ ძლიერ გერმანიზაციას. (გერმ. Kulturkampf).[2] თუმცა ამ პოლიტიკას გერმანელი ლიდერებისთვის მოსალოდნელი ეფექტის საპირისპირო შედეგი ჰქონდა: ასიმილაციის ნაცვლად პოლონელთა უმცირესობა უფრო ორგანიზებული გახდა და მათი ეროვნული თვითშეგნება გაიზარდა.[2] დანარჩენ ორ: რუსულ და ავსტრიულ ნაწილებთან შედარებით აქ განათლების დონე უფრო მაღალი იყო.[2]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკონომიკური თვალსაზრისით პრუსიის მიერ ანექსირებული ნაწილი, პრუსიის მთავრობის პროგრესული პოლიტიკის წყალობით ყველაზე მეტად იყო განვითარებული.[2] გერმანიის მთავრობა ხელს უწყობდა ეფექტიანი სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიის, ფინანსური ინსტიტუტების და ტრანსპორტის განვითარებას.[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნორმან დეივისი: God's Playground, გვ. 102-119: GALICIA: პრუსიის ნაწილი (1772-1918)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ პიოტრ სტეფან ვანდიცი, თავისუფლების ფასი: აღმოსავლეთ ცენტრალური ევროპის ისტორია შუასაუკუნეებიდან დღემდე, Routledge (UK), 2001, ISBN 0-415-25491-4, Google Print, გვ.133
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Andrzej Garlicki, პოლონურ-ქართული სამხედრო კავშირი, Polityka: Wydanie Specjalne 2/2008, ISSN 1730-0525, pp. 11–12