პოლნოე (დასახლება)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პოლნოე
Полное
მდებარეობა როსტოვის ოლქი, რუსეთი
თარიღდება IХ-X საუკუნეები

პოლნოე (რუს. Полное) — ალანურ-სლავური დასაახლება, მდებარეობდა ჩრდილოეთის დონეცის აუზში -X საუკუნეების მიჯნაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასახლება პოლნოე მდებარეობს მდინარე პოლნაიას ნაპირზე, იქ სადაც მას ერთვის ნაკადული ბოგუჩაროვსკაია, ქალაქ მილეროვოდან დასავლეთით 20 კმ-ის დაშორებით. დასახლება მდებარეობდა ორ, დასავლეთ და აღმოსავლეთ პლატოზე. დასახლების აღმოსავლეთი ნაწილი უფრო დიდია ვიდრე დასავლეთი. დასავლეთ ნაწილში 500 მ²-ზე დაიწყეს არქეოლოგიური გათხრები. შეისწავლეს ერთი საცხოვრებელი და ხუთი საყოფაცხოვრებო დანიშნულების ორმოები.

კერამიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კერამიკული ნაწარმიდან აღმოჩენილია ე. წ. „სალტოვის ტიპის“ ამფორები. მათზე გამოყვანილია ასოები, რომლებიც უნდა იყოს ბერძნული. კერამიკაზე ასევე გამოსახულია სლავური ეთნიკური ელემენტები, ძვლის ამულეტები.

მეცხოველეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასახლების ცხოველთა სახეობრივი შემადგენლობა მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ამ პერიოდის, როგორც ზემო, ისე ქვემო დონის დასახლებებისაგან. დასახლების ცხოველებს შორის სჭარბობს ღორი, სხვა დასახლებებში მათი რიცხვი მცირეა და გვხვდება ძირითადად ლონაკინში და ნოვოლიმარევკაში. ღორი სჭარბობს მხოლოდ ზემო დონის და ოკის სლავურ დასახლებებში.

დასახლებაში აღმოჩენილი შინაური ცხოველების პროცენტული განაწილება ასეთია: ღორი — 25 %, თხა, ცხვარი — 24,9 %, შინაური ხარი — 19,5 %, ცხენი — 16,6 %, ძაღლი, შველი, გარეული ღორი, თახვი, ზაზუნა — 2,8 %.

ეთნიკური შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლნოეს დასახლების ეთნიკური შემადგენლობა შესწავლილია აღმოჩენილი კერამიკის მეშვეობით, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მოსახლეობის ძირითადი შემადგენლობა იყო ალანები და სლავები.

დასახლებაში ცხოვრობდნენ მიწის მფლობელები და მწყემსები, ასევე აქვე ცხოვრობდნენ ხელოსნები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]