პოლიქრონიოს ხუცესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პოლიქრონიოს ხუცესი - მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 7 ოქტომბერი, ახალი სტილით - 20 ოქტომბერი. წმინდა მოწამე პოლიქრონიოს ხუცესი ბავშვობიდანვე ქრისტიანული მსოფლმხედველობით იზრდებოდა, იგი ღარიბი მიწათმოქმედის შვილი იყო. როდესაც სრულწლოვანებას მიაღწია, წმინდანმა დატოვა მშობლიური სახლი, კონსტანტინოპოლს მიაშურა და ერთი მდიდარი მეპატრონის ზვრებში დაიწყო მუშაობა. ბატონი გაოცებული იყო მისი მუყაითობით და საზღაურსაც უშურველად უხდიდა. აღებული ფულით ნეტარმა ტაძარი ააგო. არსებობს ცნობა, რომ პოლიქრონიოსი მედავითნის ხარისხში მონაწილეობდა I მსოფლიო კრების (325 წ., ნიკეა)სხდომებზე. მალე იგი ხუცესად აკურთხეს. უფლის რჩეული არიანელმა მწვალებლებმა ღვთისმსახურების დროს მოკლეს ტაძრის საკურთხეველში (IV საუკუნე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წელი.