შინაარსზე გადასვლა

პოლიტპატიმრების სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლიტპატიმრების სახლი
Дом политкаторжан
კოორდინატები 59°57′10″N 30°19′41″E / 59.952819° ჩ. გ. 30.32793° ა. გ. / 59.952819; 30.32793
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
სტილი კონსტრუქტივიზმი
თარიღდება 1931-1933
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7830691000

პოლიტპატიმრების სახლი (რუს. Дом политкаторжан) — საცხოვრებელი სახლი. აგებულია კონსტრუქტივიზმის არქიტექტურულ სტილში. მდებარეობს ქალაქ სანქტ-პეტერბურგის პეტროგრადის რაიონში. მისამართი სამების მოედანი, სახლი № 1. არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის რეგიონული ობიექტი. აგებულია 1931-1935 წლებში არქიტექტორების გ. ა. სიმონოვის, პ. ვ. აბროსიმვისა და ა. ფ. ხრიაკოვის პროექტის მიხედვით ყოფილი პოლიტპატიმრებისა და რეპრესირებულთა საზოგადოებისათვის.

შენობა არის ლენინგრადის ერთ-ერთი პირველი სახლი-კომუნა. შედგება სამი ექვს და შვიდსართულიანი კორპუსისაგან და შედგება 200 ბინისაგან. შენობას აქვს მართკუთხა სამკუთხედის ფორმა. ამ სამკუთხედის ერთი კათეტი და ჰიპოტენუზა გადის პეტრეს სანაპიროზე და მასში განთავსებულია ოროთახიანი ბინები, ხოლო მეორე კათეტი გადის სამების მოედანზე და მასში განთავსებულია სამოთახიანი ბინები.

შენობის გარე ხედი პრაქტიკულად არ შეცვლილა. სახლის პირველ სართულზე განთავსებულია მაყურებლების დარბაზი და სასადილო, აქვთ თავიანთი საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, კლუბი, ავტოფარეხები.

ბინის მრავალრიცხოვანი რეპრესირებული მაცხოვრებლების გამო, სკვერში სამების მოედანზე 1990 წელს დაამონტაჟეს ძეგლი, სოლოვეცკის ქვა, ხოლო სახლის ეზოში მემორალური დაფა, რომლის ავტორიც იყო ბოგომოლოვი, ივანე დიმიტრის ძე ბოგომოლოვის შვილი. ივანე იყო პოლიტპატიმართა და რეპრესირებულთა საზოგადოების წევრი, რომელიც დახვრიტეს 1938 წელს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]