პოლიტიკა (მმართველობის პრინციპი)

პოლიტიკა — გადაწყვეტილების მიღებისა და ოპტიმალური საბოლოო შედეგის მიღების პრინციპების სისტემა. პოლიტიკა მიმართავს ქმედებებს ზოგადი მიზნების მისაღწევად კონკრეტული ამოცანების შესრულების გზით. მიმართულებათა დაყოფის მეშვეობით პოლიტიკა ხსნის ძირითად მექანიზმებს, რომელთა გამოყენებითაც უნდა იყოს მიღწეული მიზნები და ტოვებს მანევრის თავისუფლებას კონკრეტული ქმედებების შერჩევისას საბოლოო მიზნის მისაღწევად.
როგორც წესი, პოლიტიკა მიღებულია ორგანიზაციის ხელმძღვანელი რგოლის მიერ. პოლიტიკა, რომელიც ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ პირს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღებაში, როგორც წესი დაფუძნებულია მრავალ ცვლადზე და მისი შედეგის ობიექტურად შეფასება რთულია. ამის საპირისპიროა ობიექტური პოლიტიკა — როგორც წესი, ობიექტური პოლიტიკა ეფუძნება კონკრეტულ მონაცემებს და მისი ობიექტურად შეფასება მარტივია (მაგალითად, პაროლების სირთულის პოლიტიკა).[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Reagan Doctrine" at U.S. Department of State. State.gov. ციტირების თარიღი: 2014-04-14.
- ↑ Chang, Felix (February 11, 2011). „Reagan Turns One Hundred: Foreign Policy Lessons“. The National Interest.
- ↑ Office, Publications. What is policy. ციტირების თარიღი: 15 April 2018.