პოლისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პოლისები)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პოლისი (მრავალმნიშვნელოვანი).
ათენის აკროპოლისი, რეკონსტრუქცია ლეო ფონ კლენცე 1846 წ.
პართენონი — ქალაქის ქალღმერთ ათენას სახელობის მთავარი ტაძარი, პერიკლას ოქროს ხანის შედევრი

პოლისი (ძვ. ბერძნ. πόλις, ლათ. civitas) — ქალაქის სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც წარმოადგენს თავს როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია; საზოგადოების ორგანიზაციის განსაკუთრებული ფორმა, დამახასიათებელია ანტიკური ხანის მსოფლიოში. ზოგჯერ პოლისი განიხილება როგორც ე.წ. „ქალაქ-სახელმწიფოების“ ერთ-ერთ სახეობად. ბოლო განსაზღვრება ამ შემთხვევაში არსაკმარისია, როგორც ნაჩვენებია გ.ა. კოშელენკოს მიერ, ტიპური პოლისი არ იყო ქალაქი, და როგორც აჩვენა ბ. ბერენტმა ის არ იყო არც სახელმწიფო. პოლისი თავის საფუძველში წარმოადგენს მიწათმფლობელურ საზოგადოებას, ამიტომაც პოლისის მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენს ის რომ საზოგადოებრივი ქონება მიწათმფლობელობა უფრო მაღლა დგას ვიდრე მოქალაქეების ქონება და მიწათმფლობელობა. პოლისი — არის არა მარტო პოლიტიკური და მეურმეობრივი არამედ ასევე რელიგიური ორგანიზაცია, სასულიერო და საერო ხელისუფლება ემთხვეოდეს ერთმანეთს, სამღვდელოება შედიოდა პოლისის მაგისტრატურის შემადგენლობაში.

პოლისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიკენური საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფოები არ წარმოადგენენ პოლისებს. საბერძნეთში პოლისური წყობა ჩნდება ძველი საბერძნეთის არქაული პერიოდის დროს. პოლისების ინტენსიური ზრდა, რომელიც იწოდება ქალაქურ რევოლუციად, დაიწყო ძვ. წ. VIII საუკუნის შუა ხანებში. ბერძნული პოლისების ჩამოყალიბების ისტორიაში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენდა სინოიკიზმი — პირველადი საზოგადოებების გაერთიანება საერთო ქალაქის ცენტრში. სინკოიზმი ხელს უწყობდა პოლისის ცენტრალური მართვის ორგანოს ფორმირებას.

რომის ბატონობის პერიოდში, პოლისები გავრცელდა მთელი იმპერიის ტერიტორიაზე, გამოიყენებოდა როგორც ხელსაყრელი ფორმა ადგილობრივი თვითმართველობისა. ზოგ რეგიონებში (მაგ. რომის ეგვიპტეში) პოლისები იყო მხოლოდ ტერიტორიული მართვის ფორმა, ხოლო მის მოქალაქეებს არ ჰქონდათ სამოქალაქო უფლებები. თვითონ რომის ტერიტორიაზე პოლისების ანალოგიური სისტემა ძველი რომის მენიციპიები.

ასევე შეიძლება პოლისები ეწოდოს კლასიკური დროის ფინიკიურ ქალაქ-სახემწიფოებსაც (კერძოდ, ფინიკიის კოლონიები) და დასახლებებს, რომელნიც დააარსეს აზიის და აფრიკის მფლობელებმა ბერძნებისა და რომაელების მაგალითზე. პოლისის ტერიტორია შედგებოდა ქალაქისაგან (ან ქალაქებისაგან) და სასოფლო ოლქისაგან (ჰორასაგან), სადაც მდებარეობდნენ მიწათმოქმედი დასახლებები.

პოლისი თავის კლასიკურ ფორმაში გაჩნდა ჭიდილის პროცესში პირველყოფილი წყობის ნარჩენების, საქონელ-ფულადი ურთიერთობის განვითარების, ხელოსნების გამოყოფის და ვაჭრობის და მიწათმოქმედების გამოყოფამ.

მარქსიზმის კონცეფციით, პოლისის ეკონომიკური ბაზისი იყო მიწის მფლობელობის ანტიკური ფორმა, რომელიც გამოდის როგორც ორმაგი ფორმა — როგორც სამოქალაქო საზოგადოებრივი ქონება და როგორც პირადი ქონება, უკანასკნელი დამოკიდებულია პირველზე[1]. თავდაპირველად პოლისის მეურნეობა ბაზირებდა მესაკუთრე მოქალაქის თავისუფალ შრომაზე და გადმოსახლებულებზე. კლასიკურ ხანაში ფართოდ გავრცელდა მონების შრომის გამოყენება (უპირატესად კერძო მეურნეობებში).

ორგანიზაციის თავისებურებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კერძო საკუთრების უფლება მიწაზე ჰქონდათ მხოლოდ პოლისის სრულუფლებიან მოქალაქეს, რომელიც იყო მოქალაქე თავისი წარმომავლობით. სრულუფლებიანი მოქალაქეების გარდა პოლისის ტერიტორიაზე ასევე ცხოვრობდნენ თავისუფალი მოქალაქეები (თუმცა არა სრულუფლებიანნი) — მეტეკები, პერიეკები, განთავისუფლებულები, რომლებიც ჩვეულებრივ ხელოსნობითა და ვაჭრობით იყვნენ დაკავებულნი, ასევე რა თქმა უნდა იყვნენ ყოველივე უფლებას მოკლებული მონები. პოლისი სრულუფლებიან მოქალაქეებს უზრუნველყოფდა საკუთრების უფლებით მიწაზე და მონებზე, აუცილებელ მზრუნველობას თავისი მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. შესაბამისად, პოლისი საგარეო და საშინაო ეკონომიკური პოლიტიკა, მიმართული იყო მცირე და საშუალო მიწის საკუთრების აღდგენაზე (კოლონიების შექმნა და აგრარული კანონების შექმნა). პოლისებში იმართებოდა ეგრეთ წოდებული ლიტურღია, რიგდებოდა ფული სანახაობებისათვის (თეატრების სანახავად), რიგდებოდა ჯამაგირი სამხედრო სამსახურისათვის (ფლოტში) და სახელმწიფო სამსახურისათვის. პოლისის ყველა მოქალაქე 17-18-დან 60 წლამდე ქმნიდა სახალხო გვარდიას ჯარს. შეძლებული ფენის წარმომადგენლები იბრძოდნენ ცხენებით, მოქალაქეების მასის უმრავლესობა იბრძოდა როგორც - მძიმედ აღჭურვილი ქვეითი ჯარი (გოპლიტები), ხოლო ყველაზე ღარიბები  — იყვნენ მსუბუქად შეიარაღებული მეომრები ან მენიჩბეები ფლოტში. პოლისის ურთიერთობათა სპეციფიკაცია ხელს უწყობდა პოლისის იდეოლოგიის ფორმირებას, პოლისის პატრიოტიზმის ჩამოყალიბებას.

პოლისების პოლიტიკური წყობას მიუხედავად თავისი განსხვავებულობისა ჰქონდათ საერთი მახასიათებლები. სახელმწიფო მართვის სტრუქტურა შედგებოდა სახალხო კრებისაგან (სახალხო ასმბლეა), (აპელა, ეკლესია, კომიცია) - სრულუფლებიანი მამაკაც მოქალაქეთა კრებისაგან, საბჭოსაგან (გერუსია, არეოპაგი, ბულე, სენატი) და არჩევითი ოფიციალური თანამდებობებისაგან (პრიტანები, არქონტები, მაგისტრატები). სახალხო კრება — ყველაზე დემოკრატიული მართვის ორგანო იყო  — იყო ყველა პოლისის ატრიბუტი. ისინი უზრუნველყოფდნენ მოქალაქეს უფლებით - ემართათ სახელმწიფო. იმისდა მიხედვით თუ რა წონა და შესაძლებლობა ჰქონდა მოქალაქეს ცხოვრებაში - დემოსი, პოლისები იყვნენ ან ოლიგარქიული (მაგალითად კორინთო), ან დემოკრატიული (მაგალითად, ათენი პერიკლის დროს).

ეკონომიკური განსხვავებულობები განისაზღვრებოდა ძირითადად ხორისაგან და მასზე იყო დამოკიდებული ურთიერთდამოკიდებულება მიწათმოქმედებას ხელოსნობასა და ვაჭრობასთან. ტიპურ მიწათმოქმედ პოლისს წარმოადგენდა სპარტა, ამავ დროს კი კორინთო, რომელსაც უმნიშვნელო ხორა ჰქონდა იყო ტიპური სავაჭრო-ხელოსანთა პოლისი. მაგრამ მიუხედავად კონკრეტული საზოგადოების თავისებურებებისა, სავაჭრო-საფინანსო ურთიერთობების განვითარებისა, მოქალაქეთა კერძო ხელში ქონების დაგროვებისა, მონური შრომის ფართო გამოყენებისა ყველგან იწვევდა - მცირე და საშუალო მეორნეობების დაკნინებას, მოქალაქეთა ძირითადი მასის გაღატაკებას, მესაკუთრეობის ანტიკური ფორმის დაშლას, და საბოლოოდ - პოლისის კრიზისს.

პოლისის კრიზისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიზისის საფუძველს წარმოადგენდა თავისუფალი მიწათმფლობელების მასიური გაღატაკება და ადამიანთ ოლიგარქიის შედარებით მცირე ნაწილის ხელში მიწებისა და ქონების კონცენტრაცია. ხელოსანთა წრეში ჩნდება დიდი სახელოსნოები, რომლებიც ქირაობდნენ რამდენიმე ათეულ მუშა ხელს. მენათმფლობელობა იღებდა ძალიან დიდ მასშტაბებს. დემეტრე ფალერის აღწერის მიხედვით, ათენში 312 წ. ჩ.წ.ა. ცხოვრობდა 21 ათასი ათენის მოქალაქე, 10 ათასი მეტეკი (თავისუფალნი, მაგრამ არა მოქალაქე), და ასევე 400 ათასი მონა[2].

ამის ფონზე საზოგადოებაში მიმდინარეობდა მკვეთრი სოციალური დაძაბულობა. ერთ პოლუსზე კონცენტრირებული იყო მცირერიცხოვანი ზედა ფენა, რომელიც ფლობდა ქონებას 30, 50, 70 და მეტი ტალანტს, და მეორე პოლუსზე  — მრავალრიცხოვანი სიღარიბე, რომლებსაც საარსებო წყაროც კი არ ჰქონდათ[3]. უკანასკნელებს გამოსავალი ჰქონდათ მხოლად იმაში რომ დაქირავებულ შრომაში მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ აქაც ხელს უშლიდათ ფართოდ გავრცელებული მონური შრომა. სხვა გზა იყო მხოლოდ მეომრად წასვლა. დაქირავებულები ძველ საბერძნეთში იყო ძალიან ბევრი, და არც ისე იშვიათად ბერძნები სპარსელებთან მიდიოდნენ ქირაოდ.

ამ გარემოებამ გამოიწვია მკვეთრი გამწვავება საზოგადოებაში. ღარიბებს შორის გავრცელდა მოწოდებები ქონებისა და მიწების გადანაწილების შესახებ, და ვალების გაუქმებაზე. იზრდებოდა გადასახადები, რითაც იბეგრებოდნენ მდიდრები, ხდებოდა ქონების კონფისკაცია, ხშირად არასწორი დასმენებით. ხდებოდა ქუჭის შეტაკებები, ხდებოდა შეთქმულებების მოწყობა. რითაც მოიშალა შიდა პოლისური კავშირები: ადრე წამყვანი როლი ქალაქის ცხოვრებაში ჰქონდა მოქალაქეს, ახლა კი — მეტეკებს და თავისუფლებს. პოლისი უკვე არ უზრუნველყოფდა მოსახლეობის ეკონომიკურ სტაბილურობას, რაც აკნინებდა პატრიოტიზმს. ადრე თუ მოქალაქე თვლიდა თავის პატრიოტულ ვალად მიეღო მონაწილეობა ლიტურღიაში, უკვე მათ არ სურდათ მუქთახორების შენახვა.

პარალელურად 4 საუკუნის პირველ ნახევარში საბერძნეთის სავაჭრო კავშირები გაფართოვდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე, აქედან გამომდინარე ეკონომიკური ინტერესები გადიოდა პოლისის საზღვრებს გარეთ, და ის ვერ უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას სავაჭრო გზებზე, ქონების მშვიდად დაგროვებას და მის დახარჯვას. მდგომარეობას ამწვავებდა კიდევ ელინურ სამყაროში გაჩაღებული 100 წლიანი გამანადგურებელი ომი. ამის ფონზე ბერძნულ პოლისებში გაჩნდა ტენდენცია დიქტატორული რეჟიმების ჩამოყალიბებისა. ასეთ თეორიას წარმოადგენდა კერზოთ არისტოტელე. მან გაყო მართვის ფორმები სწორ (მონარქია, არისტოკრატია, პოლიტია) და არასწორი (ტირანია, ოლიგარქია და დემოკრატია). ყველაზე მისაგებ და რეალურად მიიჩნევს პოლიტიას (ნახეთ ათენის პოლიტია) — საზოგადოების საშუალო ფენების ხელისუფლება. ასეთი სისტემის შექმნას და გავრცელებას საბერძნეთში ის მოელოდა ალექსანდრე მაკედონელისაგან, თავისი მოწაფისაგან. დემოკრატები, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი - დემოსფენი, საერთო გამოსავალს ხედავდა ექსპანსიაში — ყველა შეუძლოთა ღარიბთა მასების საბერძნეთის საზღვრებს გარეთ გაყვანით.

შავი ზღვისპირეთის პოლისები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლისი ხერსონესი გათხრები ყირიმში, თანამედროვე უკრაინა

მსგავსი სიტყვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქების დასახელებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბერძნეთის ბევრი ქალაქის სახელის ფუძეს წარმოადგენს „პოლისი“ ან „პოლი“, მაგალითად: ალექსანდრუპოლისი, ერმუპოლისი, მეგალოპოლისი, პეტრუპოლი, ილიუპოლი, სტავრუპოლი, არგირუპოლი, ნეაპოლი, ტრიპოლი.

ფუძე „პოლისი“/„პოლი“ გვხვდება ბევრ ისტორიულ დასახელებებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მაგალითად: კონსტანტინოპოლი, პერსეპოლისი, ჰელიოპოლი, ნეაპოლი, სევასტოპოლი, ფილიპოპოლი; თანამედროვე — ტირასპოლი, სევასტოპოლი, სიმფეროპოლი, მელიტოპოლი, მარიუპოლი, სტავროპოლი და სხვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კ. მარქსი და ფ. ენგელსი, თხზ., 2 გამ., ტ. 46, ნ. 1, ფ. 471
  2. აფინეი, Deipnosophistae, 6, 103.
  3. ისოკრატი, Orationes, 7, 83.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიფმანი ილია ალექსანდრე მაკედონელი, ლ.: მეცნიერება — 1988. — 208 ფ. — ISBN 5-02-027233-7 (რუსული)
  • ტუმენევი ალექსანდრე ილიას ძე, ანტიკური მონათმფლობელური საზოგადოების ისტორია, მ.— ლ., 1935; (რუსული)
  • Clotz G., La cité grecque, P., 1928; Francotte H., La polis grecque, Paderborn, 1907; (ფრანგული)
  • Hasebroek J.,. Staat und Handel im alten Griechenland, Tübingen, 1928; (გერმანული)
  • Rostovzeff M., The social and economic history of the Hellenistic world, v. 1—3, Oxford, 1941; (ინგლისური)
  • Freeman K., Greek city-states, London, 1950. (ინგლისური)
  • ეტჩენკო ს. ლ., პოლისის კრიზისი, მ., 1955; (რუსული)
  • უტჩენკო ს. ლ.  რომის რესპუბლიკის კრიზისი და დაცემა, მ., 1965; (რუსული)
  • კოლობოვა ქ. მ., მონათმფლობელური პოლისების გაჩენა და განვითარება საბერძნეთში, ლ., 1956; (რუსული)
  • კუდრიავცევი ო. ვ., ბალკან-დუნაის ოლქების ისტორიის კვლევები რომის იმპერიის დროს და სტატია ძველი ისტორიის საერთო პრობლემები, მ., 1957; (რუსული)
  • ბლავატსკი ვ. დ., ანტიკური ქალაქი, მ., 1963; (რუსული)
  • დოვატური ა. ი., არისტოტელეს პოლიტიკა და პოლიტია, მ. — ლ., 1965; (რუსული)
  • ნიუმა-დენი ფიუსტელ დე კულანჟი, ძველი სამოქალაქო საზოგადოება, 2 გამ., მ., 1903; (რუსული)
  • ბერენტი მ. უსახელმწიფო პოლისი: ადრე სახელმწიფო და ძველბერძნული საზოგადოება // ცივილიზაციის ალტერნატიული გზები. მ., 2000.
  • კოშელენკო გ. ა., «ბერძნული პოლისი ელინურ აღმოსავლეთში, მ., 1979.
  • ანდრეევი ი.ვ. ადრებერძნული პოლისი (ჰომეროსის პერიოდი), ლ., 1976.