შინაარსზე გადასვლა

პოლინა რაიკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

 

პოლინა რაიკო
დაიბადა 15 მაისი, 1928(1928-05-15)
დაბადების ადგილი ციურუპინსკი
გარდაიცვალა 15 იანვარი, 2004(2004-01-15) (75 წლის)
გარდაცვალების ადგილი ციურუპინსკი

პელაგია (პოლინა) რაიკო (უკრ. Поліна Андріївна Райко;ქალიშვილობის გვარი სოლდატოვა; დ. 15 მაისი, 1928, ალეშკი, უკრაინის სსრ – გ. 15 იანვარი,2004, ციურუპინსკი, უკრაინა ) — უკრაინელი თვითნასწავლი მხატვარი, ნაივური მხატვრობის წარმომადგენელი, რომელმაც საკუთარი სახლის მოხატვა 69 წლის ასაკში დაიწყო. მისი სახლი წარმოადგენდა უკრაინის ეროვნულ კულტურულ ძეგლს 2023 წლის ივნისამდე, ვიდრე არ განადგურდა წყალდიდობის შედეგად, რაც გამოიწვია უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს კახოვკას კაშხლის ნგრევამ.

პოლინა დაიბადა 1928 წლის 5 მაისს ოლეშკიში . მას სამი და ჰყავდა. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი გერმანიაში გადაასახლეს, [1] თუმცა მოგვიანებით უკრაინაში დაბრუნდა. 1950 წელს, 22 წლის ასაკში, ცოლად გაჰყვა ნიკოლაი რაიკოს. მეუღლეები ხილ-ბოსტნეულის მოყვანით და კოლმეურნეობაში სეზონური მუშაობით ირჩენდნენ თავს. 1951 წელს წყვილს შეეძინა ქალიშვილი, ელენა. ვაჟი, სერგეი, 1953 წელს დაიბადა. 1954 წელს ოჯახმა აიშენა სახლი ოლეშკიში, ნიჟნიას ქუჩა 74-ში, მდინარეების ჩაიკასა და კონკას მახლობლად. [2] [3] პოლინას მეუღლე და ვაჟი ალკოჰოლის მომხმარებლები იყვნენ. [4] მის ვაჟს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც მან საკუთარი სახლი თითქმის გაანადგურა და მოპარული ნივთები, მათ შორის ელექტროგაყვანილობა, გაყიდა. გათავისუფლების შემდეგ მან დანით დაჭრა დედა. 1994 წელს ელენა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. რაიკოს ქმარი 1995 წელს გარდაიცვალა. 1997 წელს სერგეი კოლონიაში გაგზავნეს. [2] ის 2002 წელს ღვიძლის ციროზით გარდაიცვალა. [3] პოლინამ ხატვა დაიწყო 1998 წლის შემოდგომაზე 69 წლის ასაკში. მას არ ჰქონია მიღებული არანაირი სამხატვრო განათლება. მისთვის ხატვა ოჯახური სირთულეების გადაჭრის ერთგვარი მეთოდი იყო.

მხატვრის ფიგურული სისტემა აერთიანებდა ქრისტიანულ, საბჭოთა და წარმართულ სიმბოლოებს. მან მოხატა სახლი, საზაფხულო სამზარეულო, ჭიშკარი, ღობეები და ავტოფარეხის კარები მარტივი და იაფი საღებავებით. თითქმის მთელი თავისი მწირი პენსია საღებავებსა და ფუნჯებზე დახარჯა. პოლინას სახლი ადგილობრივი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. მხატვარი გარდაიცვალა 2004 წლის 15 იანვარს. [2]

მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, მისი სახლი განადგურების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, რადგან მემკვიდრეები მისი შენარჩუნებით არ იყვნენ დაინტერესებულები. საზოგადოების აქტივისტებმა და ხელოვანებმა წამოიწყეს სახლის შენარჩუნების კამპანია წამოიწყეს. შედეგად, სახლი მუზეუმის შექმნის განზრახვით 5,000 დოლარად შეიძინა ხელოვნების მოყვარულმა კანადელმა ანდრიუს ნემიკასმა, რომელიც ცხოვრობდა კიევში უკრაინელ მეუღლესთან ერთად. [4] სახლი დაცული იყო ფედერალური კულტურული მემკვიდრეობის კანონით და ითვლებოდა [5] უკრაინის ეროვნულ კულტურულ ძეგლად. [4]

რაიკოს ნახატებით შთაგონებულმა პროუკრაინელმა აქტივისტებმა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს რუსების მიერ ოკუპირებულ ხერსონში მტრედი გამოიყენეს კულტურული წინააღმდეგობის სიმბოლოდ. [6] პოლინას სახლი განადგურდა 2023 წლის ივნისში, კახოვკას კაშხლის დანგრევის შედეგად. [7] [8]

  1. ↑ „Ukrainian artist depicted his fate on the walls of the house“. The MiceTimes of Asia. 2018-06-29. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-12.
  2. 1 2 3 Rayko Polina. ციტირების თარიღი: 13 March 2022 შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name ":0" defined multiple times with different content.; $2
  3. 1 2 Rudenko, Eugene. (2020-10-30) Поліна Райко та її наївне мистецтво – таємниці розмальованої хати в Олешках uk. ციტირების თარიღი: 2022-03-13
  4. 1 2 3 Danilevskaya, Julia. (2020-04-30) Рай у чотирьох стінах: будинок Поліни Райко заслуговує стати музеєм uk-UA. ციტირების თარიღი: 13 March 2022 შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name ":2" defined multiple times with different content.; $2
  5. ↑ Райко Пелагея Андріївна. Віртуальний проект "Краєзнавство Таврії". ХОУНБ ім. О. Гончара. ციტირების თარიღი: 13 March 2022
  6. ↑ Kherson diary: 'The poultry all had to be slaughtered. Now the city smells of chicken soup' en (12 March 2022). ციტირების თარიღი: 13 March 2022
  7. ↑ Devastating dam collapse in Ukraine has apparently flooded house museum of late artist Polina Rayko. ციტირების თარიღი: 9 June 2023
  8. ↑ Artist's home, a Ukrainian national monument, 'destroyed' in dam floods. ციტირების თარიღი: 9 June 2023