პოლიკარპე გოგიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პოლიკარპე დავითის ძე გოგიაშვილი — რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში, სოციალ-დემოკრატი.

დაიბადა სოფ. რუფოთში. 1900-იანი წლებიდან, შორაპნის მაზრის სოფელ ალისუბანში მასწავლებლობის დროს, აწარმოებდა პარტიულ არალეგალურ მუშაობას. რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს ხელმძღვანელობდა ჩხარის რაიონის რევოლუციურ მოძრაობას, იყო ქუთაისის გუბერნიის მასწავლებელთა გაფიცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1906 წელს დააპატიმრეს და გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ ქუთაისის ციხეში საიდუმლოდ გათხრილი გვირაბიდან გაქცევა მოახერხა და შვეიცარიაში გაიქცა, საიდანაც 1917 წელს დაბრუნდა ე. წ. პლომბირებული რეისით. პირველი რესპუბლიკის წლებში იყო პარტიულ სამუშაოებზე, შემდეგ — ზესტაფონის სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარე და მაზრის „ეპოს“ თავმჯდომარე. იყო ყოფილი მენშევიკების იმ ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც საბჭოთა მთავრობასთან კოლაბორაცია არჩია, საქართველოს ემიგრირებული ხელისუფლების მაკრიტიკებელ წერილებს აქვეყნებდა იმდროინდელ პრესაში (მაგ., გაზეთ „ახალ გზაში“).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.- გვ.629.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]