პოლიენ იაკოვლევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პოლიენ იაკოვლევი
სრული სახელი პოლიენ ნიკოლოზის ძე იაკოვლევი
დაბ. თარიღი 1883
დაბ. ადგილი ტფილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1942
გარდ. ადგილი დონის როსტოვი, რსფსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია, სსრკ
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო აკადემიური სამხატვრო ინსტიტუტი და სახალხო კონსტერვატორია
პერიოდი 1924-1942
ჟანრი პროზა

პოლიენ იაკოვლევი (რუს. Яковлев, Полиен Николаевич; დ. 1883, ტფილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია1942, დონის როსტოვი, რსფსრ, სსრკ) — რუსი და საბჭოთა საბავშვო მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიენ იაკოვლევი 1883 წელს დაიბადა სამხედრო ექიმ-პროვიზორის ოჯახში.

1902 წელს ოსტროგოჟსკის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა, საიდანაც სტუდენტურ გაფიცვაში მონაწილეობის გამო გარიცხეს. შემდეგ სწავლა სურიკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში, მოგვიანებით კი მოსკოვის სახალხო კონსერვატორია.

1918—1920 წლებში ქალაქ სლავიანსკ-ნა-კუბანიში სკოლის მასწავლებლად მუშაობდა, სტანიცა უსტ-ლიბინსკში ქალთა გიმნაზიის ხატვის მასწავლებლად, აგრეთვე მუშაობდა სტანიცა სლავიანსკაიაში, სტანიცა პოლტავსკაიას სამასწავლებლო სემინარიაში. ასწავლიდა ხატვასა და მუსიკას.

1924 წელს საცხოვრებლად დონის როსტოვში გადავიდა. როსტოვში მუშაობდა საბავშვო გაზეთ „Ленинские внучата“-ს მთავარ რედაქტორად. მოგვიანებით, ის იყო დაწყებითი კლასიის მოსწავლეებისთვის გაზეთ „Октябрёнок“-ის, ჟურნალების „Горн“ და „Костёр“-ის დაარსების ინიციატორი[1]. 1934 წელს იყო საბჭოთა მწერლების პირველი ყრილობის დელეგატი.

1942 წლის ოქტომბერში პოლიენ იაკოვლევი ფაშისტების ტყვეობაში აღმოჩნდა და სიცოცხლის ბოლო პერიოდი როსტოვის ციხეში გაატარა. გერმანელებმა უკან დახევისას ციხის ყველა ტუსაღი დახვრიტეს.

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონის როსტოვში, იმ შენობის ფასადზე, სადაც მწერალი ცხოვრობდა, დამონტაჟებულია მემორიალური დაფა, რომელზეც წერია: „ამ სახლში 1934-დან 1942 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პოლიენ იაკოვლევი“.

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოცემულია მწერლის შემდეგი ნაწარმოებები:

  • Жмых и Мазан. — Ростов н/Д: Буревестник, 1925.
  • Наша взяла. — Ростов н/Д: Азово-Черноморское кн. изд., 1926.
  • Петькины друзья. — Ростов н/Д: Буревестник, 1925.
  • Дзинь-Фу-Фун. — Ростов н/Д: Севкавкнига, 1926.
  • Наша взяла. — Ростов н/Д: Северный Кавказ, 1931.
  • Старый и малый. — Ростов н/Д: Северный Кавказ, 1933.
  • Первый ученик. — М. — Л.: Изд-во Детской литературы 1941.
  • Первый ученик. — Ростов н/Д: Азово-Черноморское изд-во, 1934.
  • Первый ученик. — Ростов н/Д: Ростиздат, 1938.
  • Девушка с хутора. — Ростов н/Д: Ростиздат, 1949.
  • Девушка с хутора. — Ростов н/Д: Ростиздат, 1966.
  • Девушка с хутора. — Ростов н/Д: Наша взяла. Краснодар, 1982.
  • Девушка с хутора. — Ростов н/Д: Ростиздат, 1966.
  • Яковлев, П. Первый ученик: повесть /П. Н. Яковлев. — Ростов н/Д: Ростовское книжное изд-во, 1985. — 224с.
  • Гимназисты. (Семья Мироновых). — Ковчег, 2004.
  • Рождение отряда. Пятигорск, 1942

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Агуренко Б. «Все это хорошо, но мало, мало!» / Б. Агуренко // Вечерний Ростов. — 1998. — 28 дек.
  • Барсуков Э. Обыкновенный волшебник / Э. Барсуков // Ковчег: альманах. — 2004. — № 4. — С.166-168.
  • Гегузин И. Друг детворы / И. Гегузин // Добрый след: Рассказы краеведа. — Ростов н/Д, 1987. — С.40-44.
  • Гегузин И. О детях для детей: К 100-летию со дня рождения П. Н. Яковлева / И. Гегузин // Дон. — 1983. — № 12. — С.154 — 159.
  • Гегузин И. Писательская династия / И.Гегузин // Комсомолец. — 1991. — 18 июля.
  • Григорьян Л. Короткие встречи / Л. Григорьян // Ковчег Кавказа. — 2002. — № 1(янв.). — С.13.
  • Григорьян Л. Полиен Яковлев (страницы воспоминаний) / Л. Григорьян // Комсомолец. — 1990. — 12 сент.
  • Жак В. Кто написал эту повесть / В. Жак // Яковлев П. Девушка с хутора. — Ростов н/Д, 1966. — С.261 — 263.
  • Немиров Ю. Полиен Яковлев: судьба и книги / Ю. Немиров // Вечерний Ростов. — 1975. — 15 февр.
  • Панова В. П. Н. Яковлев и его книги / В. Панова // Яковлев П. Н. Первый ученик. — Ростов н/Д, 1973. — С.5-7.
  • Прохоренко И. Ф. Полиен Яковлев: литературная викторина по книге «Первый ученик» / И. Ф. Прохоренко // Литературные викторины для учащихся 5-9 классов. — Ростов н/Д. — С.197-201.
  • Тартынский Л. Детский писатель казнен фашистами / Л. Тартынский // Вечерний Ростов. — 2009. — 12 янв. — С.6.
  • Яковлев В. Твой папа-лапа: Воспоминания об отце / В. Яковлев // Ковчег: альманах. — 2004. — № 4. — С.230-233.
  • Яковлев В. П. Отец / В. П. Яковлев // Донской временник. Год 1998-й. — Ростов н/Д, 1997. — С.72-74.

ინტერნეტ-რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Екатерина Кольцова-Царёва. Набатные строки из пламени ада. Мемориал. Яковлев Полиен 1883—1942. 2014.