პოლიაკოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლიაკოვის სახლი
რუს. Дом Полякова
Taganrog 113 (16055998693).jpg
პოლიაკოვის სახლი მარჯვნიდან მეორე
კოორდინატები 47°12′50″N 38°55′55″E / 47.213806° ჩ. გ. 38.932083° ა. გ. / 47.213806; 38.932083
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი ეკლექტიკა
დასრულების თარიღი XIX საუკუნის დასაწყისი

პოლიაკოვის სახლი (რუს. Дом Полякова) — XIX საუკუნის პირველი ნახევრის სახლი ტაგანროგის ცენტრში, როსტოვის ოლქი. მდებარეობს პეტროვსკის ქუჩა № 74-ში. პეტროვკის ქუჩის ანსამბლი პოლიაკოვის სახლთან ერთად შედის რუსეთის ფედერაციის კულტურული რეგიონალური მნიშვნელობის მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.

მისამართი: ტაგანროგი, პეტროვსკის ქუჩა № 74.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1812 წლის სამამულო ომის მონაწილემ გიორგი ბენარდაკმა 1810-ანი წლების დასასრულსა და 1820-იანი წლების დასაწყისში თავისთვის აიშენა ერთსართულიანი სახლი ვარვაციევის შესახვევის (ამჟამად ლერმონტოვის შესახვევის) მხრიდან. ამ სახლში ცხოვრობდა მისი ოჯახი სანქტ-პეტერბურგში გადასვლამდე და მშობლების გარდაცვალებამდე. ბენერდაკის კუთვნილი სახლი პეტროვსკაიას ქუჩაზე და მამული აზოვის ზღვის სანაპიროზე საერთო ღირებულებით 5,5 ათასი მანეთი, 1874 წელს შეიძინა მსხვილმა მეწარმემ და მიწათმფლობელმა იაკობ სოლომონის ძე პოლიაკოვმა. ტაგანროგში პოლიაკოვი დაკავებული იყო რკინიგზის გაყვანით დონის როსტოვიდან, აფინანსებდა რკინიგზის სადგურის შენობის მშენებლობას, იყო დონის საადგილმამულო ბანკის დამაარსებელი და სანქტ-პეტერბურგ-აზოვისა და აზოვი-დონის კომერციული ბანკების თანადამფუძნებელი. პეტერბურგელი არქიტექტორების მიწვევის შედეგად მან გააფართოვა თავისი სახლი და მასში დააფუძნა დონის საადგილმამულო ბანკი. სახლის გადაკეთებაში მონაწილეობდა ტაგანროგის სამშენებლო კომიტეტის წევრი ე. ალეინიკოვი. მოგვიანებით ააშენეს მინაშენი, რომელიც აკავშირებდა აღნიშნულ სახლს მეზობელ სახლთან[1].

1918 წელს მოახდინეს ბანკის ნაციონალიზაცია, რის შემდეგ ი. პოლიაკოვის სახლს იკავებდნენ სხვადასხვა ადმინისტრაციული დაწესებულებები: სამაზრო აღმასკომი, საქალაქო აღმასკომი, ლენინის რაიონის აღმასკომი. გერმანელთა ოკუპაციის წლებში ქალაქის მაგისტრატი. 1989 წლიდან შენობა ფორმალურად გადაეცა სამხატვრო გალერეას მეორე კორპუსის ხარისხში, მაგრამ მასში ფაქტობრივად განთავსდა საბავშვო შემოქმედების საქალაქო სახლი[2].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორსართულიანი სახლი აგებულია ეკლექტიკის არქიტექტურულ სტილში, თუმცა შეიცავს კლასიციზმისა და ბაროკოს ელემენტებსაც. ფასადი სიმეტრიულია. პირველი სართული რუსტირებულია. ცენტრალური ნაწილის ფასადზე პილასტრებია[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Дом 72. Исторический Таганрог. წაკითხვის თარიღი: 2017-02-24.
  2. 2.0 2.1 Эклектика. Rostov-Region. წაკითხვის თარიღი: 2017-02-24.