შინაარსზე გადასვლა

პოლა ნეგრი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლა ნეგრი
დაბადების თარიღი 3 იანვარი, 1896
ლიპნო, პოლონეთის სამეფო, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1 აგვისტო, 1987
სან-ანტონიო, ტეხასი, აშშ
მოქალაქეობა პოლონეთის დროშა პოლონეთი
პროფესია მსახიობი
აქტიური 1914-1964

პოლა ნეგრი (ინგლ. Pola Negri; დ. 3 იანვარი, 1897, ლიპნო, რუსეთის იმპერია — გ. 1 აგვისტო, 1987, სან- ანტონიო, აშშ) — ბარბარა აპოლონია ჩალუპეცი (პოლონ. Barbara Apolonia Chałupiec) — პოლონური წარმოშობის მსახიობი,  მუნჯი კინოს  ვარსკვლავი და სექს-სიმბოლო.[1]

აპოლონია (ბარბარა მისი ნათლობის სახელი) ჩალუპეცი დაიბადა 1897 წლის 3 იანვარს (სხვა წყაროების მიხედვით - 1894 წლის 31 დეკემბერი) რუსეთის იმპერიის ქალაქ ლიპნოში. მშობლები: ელეონორ კელჩევსკა(ჭორების თანახმად, იგი იყო პოლონეთის სამეფო დინასტიიდან) და მჭედელი იერჟი ჩალუპეცი (სლოვაკი ემიგრანტი). აპოლონია მესამე შვილი იყო, მაგრამ ორი უფროსი შვილი გარდაიცვალა და გოგონა ოჯახში გაიზარდა, როგორც დედისერთა. 1902 წელს, მას შემდეგ, რაც იერჟი დააპატიმრეს რევოლუციური საქმიანობისთვის და ციმბირში გადაასახლეს, აპოლონია და მისი დედა საცხოვრებლად ვარშავაში გადავიდნენ, სადაც ბალეტის სკოლაში შევიდა. ტუბერკულოზის გამო, იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა მოცეკვავეს კარიერა. მოგვიანებით აპოლონია ვარშავის საიმპერატორო დრამატული ხელოვნების აკადემიაში შევიდა.[2]

ბარბარას დებიუტი, როგორც დრამატული მსახიობის, თეატრში 1913 წელს შედგა. 1914 წელს   ის გადაიღეს ფილმში.მალე აპოლონია პოლონეთის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი გახდა. მან მიიღო ფსევდონიმი "პოლა ნეგრი" იტალიელი პოეტის ადა ნეგრის მიხედვით.

პოლა ნეგრის და სერგი მდივნის ქორწილი

1918 წელს მან ითამაშა კიევის რეჟისორ ვიქტორ ტურჟანსკისთან ერთად ფილმში "სიყვარულის სუროგატები". მოგვიანებით, ტურჟანიასთან ერთად, აპოლონია ბერლინში გაემგზავრა. იქ იგი მუშაობდა რეჟისორ მაქს რეინჰარდტთან, მონაწილეობდა ერნსტ ლუბიჩის ფილმებში.[3]

1923 წელს აპოლონია ლუბიჩთან ერთად სამუშაოდ წავიდა ჰოლივუდში. მან ხელი მოაწერა კონტრაქტს Paramount სტუდიასთან.  პოლა ნეგრი გახდა პირველი ევროპელი მსახიობი, რომელსაც ჰოლივუდმა კონტრაქტი დაუდო. ამერიკაში მსახიობი მუშაობდა 1923–1934 წლებში.  მისი გმირები მაყურებლში დიდი მოწონებით სარგებლობდნენ.[4][5]

პოლა ნეგრის სახელობის ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში
პოლა ნეგრი და ვარნერ ბაქსტერი

30-იანი წლების დასაწყისში აპოლონიამ მიატოვა მეუღლე სერგი მდივანი და დაბრუნდა გერმანიაში, სადაც  იგი ჰიტლერის თვალთახედვის არეში მოხვდა. როდესაც გებელსმა პოლა ნეგრი კინოს ჩამოაცილა, იმ მიზეზით, რომ ეჭვი ჰქონდა მსახიობის ებრაულ წარმომავლობაზე, ჰიტლერმა გააუქმა მისი მინისტრის გადაწყვეტილება. მოგვიანებით ფრანგულმა ჟურნალმა პოლა ნეგრი ფიურერის საყვარლად მოიხსენია, თუმცა მსახიობმა უარყო ცილისწამება და სასამართლოში იჩივლა. სასამართლო პროცესი  აპოლონიას გამარჯვებით დასრულდა.

ამ პერიოდში მან ითამაშა რეჟისორ  გერჰარდ ლამპრეხტის ფილმებში: „მადამ ბოვარი“ (1937) და „მაზურკა“ (1935).

1941 წელს აპოლონია დაბრუნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც განაგრძო მოღვაწეობა 1960-იანი წლების შუა პერიოდამდე.[6][7]

იგი გარდაიცვალა 1987 წლის 1 აგვისტოს ოთხმოცდაათი წლის ასაკში პანკრეასის კიბოთი.[8]. დასაფლავებულია კალვარის სასაფლაოზე ლოს -ანჯელესში, კალიფორნიაში.

ვინაიდან პოლა ნეგრის არ ჰყავდა შვილები და ახლო ნათესავები, მან თავისი ქონების უმეტესი ნაწილი ტეხასის წმინდა მარიამის უნივერსიტეტს დაუტოვა, მათ შორის იყო სამახსოვრო კოლექციები და მისი ფილმების რამდენიმე იშვიათი ნამუშევარი. წმინდა მარიამის უნივერსიტეტმა დააწესა პოლა ნეგრის სახელობის სტიპენდია.[9]

პოლა ნეგრის სახელობის ვარსკვლავები არის ჰოლივუდის დიდების ხეივანში და ქალაქ ლოძის (პოლონეთი) დიდების ხეივანში.

1919 წელს აპოლონია ცოლად გაჰყვა გრაფ ევგენი დომბსკის. მათი  ქორწინება ორი წელი გაგრძელდა.

აპოლონია დანიშნული იყო ჩარლი ჩაპლინზე, მაგრამ მას დაშორდა რუდოლფ ვალენტინოს გამო[10]. 1926 წელს ვალენტინო გარდაიცვალა, ხოლო აპოლონიამ იქორწინა ემიგრანტ არისტოკრატზე, ქართველ თავად  სერგი მდივანზე.  ქორწინებამ 1931 წლამდე გასტანა.

პოლა ნეგრის პროფილი (პოლონ.)

  1. Mariusz Kotowski (2014). Pola Negri: Hollywood's First Femme Fatale. University Press of Kentucky. p. 277. ISBN 9780813144894. Retrieved 20 June 2020.
  2. Adam Mickiewicz Institute (2011). "Pola Negri profile". Resource Library. Culture.pl. Retrieved 13 March 2013.
  3. 1978 interview with Pola Negri დაარქივებულია 25 აპრილს 2016 at the Wayback Machine, Polanegri.com; accessed 29 March 2015.
  4. Life is a Dream in Cinema by Pola Negri, Polish
  5. McCarthy, Todd (5 August 1987). "Femme Fatale Silent Film Star Pola Negri Succumbs in Texas". Variety. p. 4.
  6. Biskupski, M.B.B. (2010) Hollywood's War With Poland 1939–1945, p. 12, University Press of Kentucky; ISBN 978-0-8131-2559-6
  7. Taylor, Angela. "Pola Negri's Memoirs: Best Roles Were Played In Real Life", The New York Times, 24 April 1970, p. 30.
  8. Wilson, Scott. Resting Places: The Burial Sites of More Than 14,000 Famous Persons (3rd ed.). Jefferson, North Carolina: McFarland.
  9. Long, Christopher. "Chalupec, Barbara Apalonia (Pola Negri)". Texas State Historical Society. Handbook of Texas Online. Retrieved 28 February 2018.
  10. Bodeen, DeWitt, and Gene Ringgold. "Pola Negri", Screen Facts #15, vol 3, #3 (1967), p. 14.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პოლა_ნეგრი“-დან